თავი 4

425 23 8
                                    

      სასწავლებლიდან გამოვედი და სასწავლებლის ეზოში ისევ ის ტიპი შემეჩეხა. რატომ მხვდება თვალში ეს ორი დღეა ეს ტიპი? უკვე ძალიან საეჭვოა.

     — ჰეი. — მითხრა და გამიღიმა.

     — ჰოუ. ისე ძალიან მაინტერესებს რატომ გხედავ ეს ორი დღეა? — ვუთხარი და გვერდის ჩავლა დავაპირე როდესაც შემაჩერა.

       — მე არაფერ შუაში ვარ. ვფიცავ არ გითვალთვალებ. უბრალოდ ჩემი მეგობრის წასაყვანად მოვედი.  — ამბობს უდანაშაულოდ მზერით. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩამიტყდა. მის ასეთ ბავშვობაზე.

       — ვიცი. — ვთქვი და წავედი. უბრალოდ ახლა არ მსურდა საუბარი არავისთან.

    — შემიძლია სახლში წაგიყვანო. — გაიღიმა იმ იმედით რომ დავთანხმდებოდი.

    — არა მადლობა არ მინდა ჩემთი წავალ.  — ვთქვი და მეორე სასწავლებლისკენ ავიღე გეზი.

    გზად ისევ სურათები გადავიღე. მისმა მანქანამ მალევე ჩამიარა გვერდი. ლამის გამიტანა მაგრამ არაუშავს ამის გამო აღარ ვეჩხუბები. რას ვიზავთ ტარება თუ არ იცის. ვფიქრობ ირონიულად.

     გზად ერთი წყვილი შემხვდა და ისინი ვაპოზიორე. ბოლოს მადლობა გადავუხადე და ფულიც მივეცი. როგორც ყოველთვის. მე ხომ ამ ყველაფერში ადამიანს ფულს ვაძლევ.

     სასწავლებელში დროზე ადრე მივედი. ნუ ცოტა დრო მქონდა ამიტომ ისევ ჩემი ფოტოაპარატით დავრბოდი გიჟივით. სურათს ვუღებდი ერთ ლამაზ ყვავილს როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგონე. ხმა რომელიც უკვე დიდი ხანია არ გამიგია და ძალიან მეზიზღებოდა. თვალზე ცრემლი მომადგა წარსულის გამო მაგრამ შევიწმინდე. არ მივცემდი ჩემი გატეხვის უფლებას. მაგრამ მინდოდა რომ მას საკადრის პასუხი ეგო წარსულისთვის.

     — აქ რას აკეთებ? — მკითხა ყინულივით ცივი ხმით.

    — რა? სერიოზულად მარტო მაგას მეკითხები? — ირონიულად შევეკითხე და მისკენ მივბრუნდი. წასვლა დავაპირე როდესაც მან მკლავში ხელი ჩამავლო და ძლიერ მომიჭირა. ხელი საშინლად მტკიოდა. ალბათ ასე თუ გააგრძელებდა  ხელს მომტეხდა.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now