თავი 8

368 21 0
                                    

     სუფთა ჰაერზე გავედი რადგან აღარ შემეძლო ამ ნაგავთან ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა ისიც გამომყვა უკან. კი მაგრამ გასაგებად ხომ ვთქვი არა რომ ჰაერზე მინდოდა გასვლა მარტო.

    — ჰეი კარგად ხარ ლამაზო? — ამბობს და ისევ იმ ღიმილს იკრავს სახეზე.

      — აუ დაახვიე რა. — ვამბობ გაბრაზებული.

      — კარგი რა ნიტა ასეთი სიუხეშე არ არის საჭირო მე ხომ შენი დაქალის შეყვარებული ვარ. — ამბობს და კვლავ ამაზრზენად იღიმის.

      — რაღაც შეგეშალა ყოფილი შეყვარებული. რაც შეეხება სიუხეშეს რასაც დასთეს იმას მოიმკოი იმედია გაგიგია ეს გამონათქვამი. — ვამბობ და მოტოსკენ მივდივარ.

     — ჰეი აქ რა ხდება? — გამოვიდა მარი.

      — აუ აახვიე ახლა სანამ მიგაკალი სადმე. — ეუბნება გიორგი მარის.

      — შე პატარა ნაბიჭვარო შემთხვევით თავი სადმე ხომ არ მიარტყი? იცი საერთოდ ვის ელაპარაკები? — ვამბობ ირონიული მზერით.

      — შენ კიდევ კარგად გამოძვერი თორემ ალბათ მშვენივრად იცი რაც მოგივიდა თუ ნიტა ბიჭებს ეტყოდა. — ამბობს მარი ცივი მზერით.

       — მაგ შენმა ბიჭებმა დაახვიონ. — ამბობს გიორგი და ჩემთან მოდის. მე ფეხებს შორის წიხლი ამოვარტყი და მოტოებზე დავჯექით. შემდეგ კი გავიქეცით. ბინასთან მივედი როდესაც გიორგიმ მანქანა დააჯახა ჩემს მოტოს და მანქანის კაპოტზე დავეცი.

       ფეხზე გაჭირვებით ავდექი მაგრამ გიორგიმ თმაში წამავლო ხელი და სახეში გაშლილი ხელი დამარტყა. მარი ჩემს დასახმარებლად მოვიდა მაგრამ მასაც დაარტყა და ძირს წააქცია. მთელი სხეული მტკიოდა გიორგი კი ჩემთვის წიხლების რტყმევას აგრძელებდა. ბოლოს რაც კი ძალა და ღონე მქონდა მოვიკრიბე. ფეხზე ავდექი და გიორგის დასარტყმელად გამოწეული წიხლი დავიჭირე და მეორე ფეხში წიხლი ჩავარტყი. გიორგი ძირს დაეცა და ახლა მე შევდექი წიხლებით. მართალია ყველაფერი მტკიოდა მაგრამ ჩემი დაუცხრომელი სურვილი რომელიც მიბიძგებდა რომ ის ნაბიჭვარი კიდევ მეცემა უფრო ძლიერი იყო და საშუალებას არ მაძლევდა დამეჩოქა.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now