¹

3K 148 77
                                    

დილით როგორც ყოველთვის თმა აჩეჩილი ჯიმინი გამოდის ოთახიდან. დიდხნიანი წვალების მერე მსახურებმა ძლივს გააღვიძეს. დღესაც კი არ იკადრა ადრე გაღვიძება, მის დაბადების დღეზეც კი არ ადგა და წარმოიდგინეთ სხვა დღეები. მსახურები ძლივს აგდებენ საწოლიდან. მოსამსახურეებს აწვალებს, ტანსაცმელები თუ დილით მომზადებული, გარეცხილი, დაუთოებული და ცხვირწინ ჩამოკიდებული არ დახვდა სცენებს დგამს, მაშინვე ყვირილს უწყებს ყველას და სკოლაშიც კი არ მიდის. თუ საჭმელად ის ხვდება რაც არ მოსწონს საჭმელს ძირს ასხამს და მოსამსახურეებს აწმენდინებს. მშობლები ერევიან თუ არა ჯიმინი ეგრევე ისტერიკაში ვარდება, ტირილს იწყებს რომ მშობლებს შეეცოდოთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, პაკ ჯიმინი, 13 წლის ზედმეტად თავხედი ომეგაა.

✨*✨*✨*✨

დღეს ჯიმინის დაბადების დღეა, ის 14 წლის ხდება. როგორც ყოველთვის დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა მოითხოვა. კლასელები, ნათესავები, მეგობრები, ონლაინ მეგობრები, აბსოლუტურად ყველას მოწვევა ითხოვა. მშობლებიც რათქმაუნდა ყველაფერს უსრულებენ. ბოლოსდაბოლოს პაკების ოჯახი მათი კომპანიებით და ქონებით არიან სახელგანთქმული. ბატონ პაკს, ჯიმინის მამიკოს უნდა, რომ მისი შვილის ალფა ისეთი ვინმე იყოს ვინც ამ თავხედის მორჯულებას შეძლებს.

დღევანდელი დღე ჯიმინისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ დაახლოებით ერთი საათია კარადასთან დგას და არჩევს რა ჩაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარადა სავსეა ტანსაცმელებით, მაინც ვერაფერს არჩევს. ერთ-ერთ მცველს ეძახის და ეუბნება რომ სავაჭრო ცენტრში წაიყვანოს რადგან ჩასაცმელი არ აქვს. ისინიც მალე გადიან. ჯიმინი მასკას სათვალეს და ქუდს იღებს რადგან არ იცნონ თორემ თუ იცნეს ფანებს მას ვერ მოაშორებთ. ინსტაგრამზე საკმაოდ ბევრი მიყვება და ბევრი ფანი ჰყავს. სავაჭრო ცენტრში მიდის თუ არა საყვარელ მაღაზიაში ვარდება.
გუჩი. ის უბრალოდ გიჟდება მათ სამოსზე, ჩანთებზე, სხვადასხვა ნივთებზე. როგორც ყოველთვის მაღაზიიდან სავსე პარკებით გამოდის. მისი სტილი ტყავის მოტკეცილი შარვლები და ასევევიწრო მაისურებია. მსგავს ჩაცმის სტილზე უბრალოდ გიჟდება. სახლში მალევე ბრუნდებიან, აი ახლა მარტივად არჩევს იმას თუ რა ჩაიცვას. საღამომდე კლასელების ერთად გადის პარკში და ერთობა. მხიარულობს. ის მხოლოდ კლასელებთან არ თავხედობს. კლასელები ძალიან უყვარს, ამიტომ ისე იქცევა როგორც ნორმალური ბავშვი. საბოლოოდ ღამდება და ახლა მნიშვნელოვანი სტუმრების ჯერიც დგება. ეს ჯონების ოჯახია. პაკების ოჯახის საკმაოდ კარგი მეგობარი. მათი კომპანიები გაერთიანებულია, სწორედ ამიტომ ისინი ახლოს არიან ერთმანეთთან. ჯიმინს სთხოვენ რომ გამოიცვალოს და ცოტა ნორმალურად ჩაიცვას, მას ზედმეტად გამომწვევად აცვია 14 წლის ომეგის კვალობაზე. ამაზე სასტიკ უარს აცადებს ჯიმინი და დივანზე ჯდება. რამდენიმე წუთში კარზე ზარი ისმის და ჯონებიც მოდიან.

Park's LawΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα