¹⁹

1K 86 49
                                    

-არ გინდა ჯიმინ...მთელი ცხოვრება შეგაწუხებს ჩემი სიკვდილი...

-რაიყო, შეგეშინდა?

-გამას არ ვგულისხმობ...შენც თვითმკვლელობით დაასრულებ, მთელი ცხოვრება გაგახსენდება ის თუ როგორ გაისვარე ხელები ჩემს სისხლში.

-არ მაინტერესებს! შენ გამამწარე! მეტის ღირსი ხარ ჯონ ჯონგუკ!

-ვიცი, ვიცი! ვიცი, უკვე მეორედ დავაშავე, თუმცა რა გავაკეთო ჯიმინ? შენც კარგად იცი რა მინდა, კარგად იცი, რომ შვილი, რომელიც წლებია მინდა არ მღირსებია! 31 წლის ვარ, უკვე დროა მეც მყავდეს პატარა რომელზეც წლებია ვოცნებობ! თუ ჩემი ცხოვრება ასე გაგრძელდება მირჩევნია აქვე და ახლავე მომკლა!

-დიახაც მოგკლავ!

-არა, მე მომავალი დაგეგმილი მაქვს....მქონდა უფროსწორად მაგრამ შენ წამართვი ეს მომავალი, სწორედ შენ!

ჯონგუკი უკვე  ვერ უყურებდა ომეგის ცრემლიან თვალებს რომლებიც მას მერე აივსო რაც ალფამ ეს სიტყვები ესროლა. ალფა მართალია. ჯიმინმა იარაღი ძირს დააგდო და ჩქარი ნაბიჯით გასწია ალფისკენ მერე კი მოეხვია თან ისე მჭირდროდ, რომ მათი განცალკევება შეუძლებელი იქნება.

-მართალი ხარ, მე წაგართვი ეგ მომავალი. ახლა შენ უნდა მკლავდე მე და არა პირიქით.... მოდი საქმეს გაგიმარტივებ...

ჯონგუკის უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი და იარაღი ამოიღო მერე კი პირდაპირ საფეთქელზე მიიდო. სასხლეთს გამოჰკრა თითი, ჯონგუკს ის არ შეუჩერებია. გასროლის ხმა არ ყოფილა.

-ტყვია არ დევს.

კმაყოფილმა თქვა ჯონგუკმა და შეშინებული ომეგა უფრო მიიკრა სხეულზე.

............................................

დაღლილი ომეგა ალფის სხეულზე იწვა და თვალები დაეხუჭა ტვინის გასანიავებლად. ამ დღეებში იმდენი რამე მოხდა...

-იცი, არც კი მიფიქრია აქამდე რომ მივიდოდი...თ, მივიდოდით.
არასდროს მეგონა ვინმეს თუ მოვკლავდი...-ბოლოს მაინც დაილაპარაკა ჯიმინმა.

Park's LawWhere stories live. Discover now