¹⁰

1.2K 103 87
                                    

დილით ორივე სპერმით მოსვრილ საწოლზე იღვიძებენ. იქით აქით ყრია ტანსაცმელი, ბორკილები, მათრახი, ვიბრატორი და კიდევ ათასი რამ. ჯიმინი დგება, ყოველი შემთხვევისთვის ცდილობს თუმცა თავს ვერ აბამს და მაინც სჭირდება ჯონგუკის დახმარება.

ასე, იბანავეს. ოთახი დაალაგეს და ისაუზმეს. მოგვიანებით ჯიმინმა გარეთ გასვლა მოისურვა, თუმცა მარტო. არც უთქვამს სად მიდიოდა. უფროსწორად თქვა, რომ სასეირნოდ მიდიოდა, თუმცა არ უთქვამს თუ სად. ჯონგუკსაც ზარებით არ შეუწუხებია, აცადა ომეგას დამშვიდება. ერთ-ორ საათში დაბრუნდა ჯიმინი. ჩვეულებრივად იყო.

მიუხედავად წინა ღამისა ერთმანეთისადმი სირცხვილს სულაც არ გრძნობენ თუმცა არის რაღაც. არის მცირედი დაძაბულობა, რომელიც მათ შორის იგრძნობა. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ჯიმინი იწვევს ამ დაძაბულობას. ალფას თვალებში ვერ უყურებს და უხერხულ სიჩუმეს ქმნის. ჯონგუკი ამჩნევს ამას და ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება?

-ჯიმინ? რამე მოხდა?

-არაფერი.

-ნუთუ, წინა ღამის გამო გრცხვენიააა??

-სულაც არა! უბრალოდ არ მინდა საუბარი!

ჯონგუკი გაღიზიანებულ ჯიმინს არც გაჰკიდებია, რადგან ის ხასიათზე არ იყო არც დაუპირებია მსთან ლაპარაკი. უბრალოდ მისცა დასვენების და ფიქრის საშუალება. ისე მოსაღამოვდა ჯიმინი გარეთაც არ გამოსულა. ჯონგუკსაც არ შეუწუხებია. მხოლოდ დაძინებისას ავიდა. კარი ნელა შეაღო რადგან ჯიმინს თუ ეძინა არ გაეღვიძებინა. კარადასთან ჩუმად მივიდა შორტის გამოსაღებად თუმცა შეჩერდა როცა ჯიმინის ხმა გაიგო.

-მისთვის ასე ჯობია. ამას მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის გავაკეთებ...

როგორც ჩანს ჯონგუკის ოთახში ყოფნის შესახებ არ იცოდა. ჯონგუკს გაუკვირდა, გაუკვირდა თუ რას ამბობდა ჯიმინი. ვერაფერი გაეგო. კარი გააღო თითქოს თავიდან შემოვიდა, რომ ჯიმინს თავი ცუდად არ ეგრძნო. ჯიმინთან მივიდა და საწოლში უკნიდან მოეხვია, რამდენჯერმე მხრებზე აკოცა ვითომ მძინარე სხეულს. "მიყვარხარ" დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.

Park's LawNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ