¹¹

1.1K 94 76
                                    

მხოლოდ ამ დღეს დაბრუნდა ჯონგუკი ფხიზელ მდგომარეობაში. მხოლოდ ამ დღეს მოიტანა სახლში ყვავილები რომელიც ჯიმინისთვის იყო განკუთვნილი, მხოლოდ ამ დღეს მოამზადა ტექსტი რომელსაც ჯიმინს ეტყოდა რათა მისი ქმრის პატიება ეთხოვა. დაახლოებით ექვსი საათი იყო როდესაც სახლში ბუშტებით ვარდებით და საყვარელი დათვით შემოვიდა ჯონგუკი.

მას მხოლოდ ახლა გაეანალიზებინა თუ რა ხდებოდა. ღამის სიმთვრალით დილასაც გაბრუებულიყო და საშინლად იქცეოდა თუმცა დღეს არც კლუბში დაულევია და არც სამსახურში. მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ სამსახურში ჰქონდა პრობლემები რომელთანაც საუბარი ჯიმინთან არ შეეძლო ამიტომ დალევას აყოლებდა გულს. დღეს  მოაგვარა ყველაფერი და უბრალოდ როცა გაანალიზა თავისი შეცდომა გადაწყვიტა ეს დანაშაული გამოესყიდა.

ჰო, შევიდა სახლში და ქმრის ძებნა დაიწყო. სამზარეულოში-არა, სააბაზანოში-არა, მისაღებში-არა, ოთახებში-არა...

ჯონგუკი თავიანთ საძინებელში ავარდა, არც იქ იყო არავინ, სამაგიეროდ კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი და ჯიმინის არეული ნივთები შერჩა. რამდენიმე წუთიანი დაბნეულობის შემდეგ ძლივს მიხვდა ჯონგუკი თუ რა მოხდა. ტელეფონს დაავლო ხელი, რამდენჯერმე დარეკა, არავინ აიღო. არც არანაირი წერილი დაეტოვებინა.

ბევრი ფიქრის მერე ჯონგუკმა გადაწყვიტა მშობლებთან წასვლა, იქნებ იქ მაინც ყოფილიყო ჯიმინი. იცოდა, იცოდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. თავს უბრაზდებოდა თუ რატომაა ასეთი საზიზღარი.

პაკების სახლში შეაბიჯა თუ არა მაშინვე ბატონი პაკის კაბინეტისკენ გავარდა.

-ბატონო პაკ!

ბატონი პაკი არც ისე ლამაზად უყურებდა ჯონგუკს, ხელში ქაღალდი  ეჭირა მეორე ხელით კი თავის მტირალ ომეგას ეფერებოდა. ქაღალდი ჯონგუკს გაუწოდა ჯონგუკი კი მაშინვე ხელებში ჩაახტა და წერილი გამოგლიჯა.

Park's LawWhere stories live. Discover now