პირველი თავი

5.5K 127 35
                                    

ბარში ჩემთვის კუთხეში ვიჯექი და ვსვამდი.

ყველანაირი ტკივილი ფეხებზე მეკიდა.
ყველაფერი!
ჰო ყველაფერი ფეხებზე მეკიდა...

არც მშობლები აღარ მაინტერესებდა და არც ნათესავები.
პირველად მომინდა გადაკარგვა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.

მივაღწიე კიდეც ამას.

იმდენი დავლიე, რომ ფეხზეც კი ვეღარ ვდგებოდი და ლაპარაკიც მეზარებოდა.
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, წამოვდექი და ტუალეტში გავედი. ძლივს დავდიოდი.
ბარბაცით...
თვალები ისე ამემჟღრა, რომ სარკეში ჩემ თავს ვერ ვხედავდი.

წყალი მოვუშვი და სახე ჩამოვიბანე. ცოტათი აზრზე მოვედი, მაგრამ გული მაინც მერეოდა. თვალებს ვჭუტავდი და სარკეში ვიხედებოდი, შევამჩნიე როგორ გამოვიდნენ მთვარლი გოგონები სატირფარეშოდან. კარგი არაფერი ვიფიქრე ნამდვილად, წამით მეც მომინდა მათთან ყოფნა და საკუთარ აზრებზე ირონიულად ჩავიცინე...

სახე შევიმშრალე, საპირფარეშოდან გამოვედი და კარებში ნახევრად გასულს ისევ გული ამერია მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ისევ ჩემი გზა განვაგრძე. ჩემი ჩანთის ასაღებად ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი, ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ გავეშურე. კარებში ვიღაცას შევეჯახე ვისი სუნამოს სუნიც მეამა.

- ლაზმანო. წინ იყურე თორემ ლამის რაღაც ჩავიდენეთ...

თვითონაც საკმაოდ ნასვამი ჩანდა, მას ავხედე და ხელი ყელზე მოვუჭირე მსუბუქად.

- ეს სუნამო აღარ დაისხა თორემ შემდეგში მართლა ჩავიდენთ რაღაცას.

ვუთხარი და გვერდით გავიწიე რათა გზა გაეგრძელებინა და წასულიყო. ის იყო გვერდი უნდა ჩაეარა რომ მასზე ამოვარწყიე და ზიზღით შემომხედა.

- ორი წლის ხარ?! პატრონი არ გყავს? ამდენს რომ დალევ თავის კონტროლიც უნდა შეგეძლოს!

- გააჯვი შენი...

გარეთ გაავარდი ჰაერზე, სუნთქვა გამიჭირდა. დალევისგან მუცელი სასტიკად მტკიოდა. მოსულერებას ვცდილობდი, როცა ვიღაცამ ხელსახოცი გამომიწოდა და მეც სწრაფად გამოვართვი ისე, რომ მადლობაც კი არ გადამიხდია. შემდეგ მისკენ მივბრუნდი და ისევ ის ბიჭი დავინახე.

მაგრამ... Where stories live. Discover now