მეთოთხმეტე თავი

1.4K 69 12
                                    

ორი კვირა გავიდა.

ამ ორი კვირის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ სანდროს და ანასტასია ჩემი კარის მეზობელია. ეს ამბავი ძალიან მახარებს მაგრამ ის უფრო მიხარია, რომ ანასტასია ჩემს კაფეში ძალიან ხშირად შემოდის და მეხმარება ხოლმე კლიენტებთან.

სანდროსთან ბედნიერი ვარ. გადავწყვიტე მშობლებისთვისაც მომეყოლა ყველაფერი და მალე სანდროს ოფიციალური საცოლე გავმხდარიყავი. ძველი ბინა გავაქირავე და ჩემი შემოსავალიც გაიზარდა.

რამდენადაც საასაცილო არ უნდა იყოს მაინც უნდა გითხრათ რაღაც. ჩემი ტვინი ახლა ბავშვივითაა ეს ნორმალურია როცა შეყვარებული ხარ ადამიანი. შესაბამისად რაღაც ბავშვური გადაწყვეტილება მივიღე. ფული რომელიც გაქრიავებული ბინიდან შემომივა მინდა ჩემი საქორწინო კაბისთვის შევაგროვო... იმ კაბისთვის რომელსაც სანდროს და ჩემს ქორწილში ჩავიცვამ...

ჩემი ტვინი უკვე ბავშვივითაა. ჰო ჩემი ტვინი ბავშვის ტვინს გავს და ეს სანდროს დამსახურებითაა...

დღეს ჩვეულებრივ კაფეში ვარ კლიენტებს ვემსახურები. ნიკაც აქ იყო. ჰო ნიკასტან კონტაქტი არ გამიწყვეტია. ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ის იყო ჩემს ირგვლივ მყოფთაგან და არ მინდიდა ასეთი ალალი ადამიანის დაკარგვა. მისგან დადებით მუხტს ვგრზნობდი, ინტუიცია მკარნახობდა რომ მართლაც გულწრფრელი იყო ამიტომაც, ადამიანები ხომ იმსახურებენ მეორე შანს არა? ჰოდა ნიკამ რა დააშავა? თავისი საქციელის გამო ბოდიში მომიხადა და ინანა მე კი ეს დავინახე და ვაპატიე.

ვატყობდი რომ რატომღაც ბედნიერი იყო. სამსახურში ყოფნის დროს შეტყობინებებს გაღიმებული პასუხობდა და სულ დაბნეული იყო. მგონი უკვე იპოვა ის ვინც უნდა ეპოვა და ამის გამო მეც ბედნიერი ვიყავი.

უკვე როცა მოსაღამოვდა და ბოლო კლიენტიც გავაცილე ნიკასტან მივედი და მკაცრად მივმართე.

მაგრამ... Where stories live. Discover now