მერვე თავი

1.7K 85 16
                                    

პრინციპები...
პრინციპები ისეთი ოხერი რამეა...!
მას შეუძლია ნებისმიერი ურთიერთობა ჩამოშალოს და მიწასთან გაასწოროს, ადამიანი მარტოობაში ჩაკეტოს, გარშემო მყოფებთან გისოსებით დაგაშოროს, სამყაროდან მოგწყვიტოს და შენს შექმნილ იდილიაში გაცხოვროს მაგრამ...
მთლად ასეთი ცუდიც არაა! პრინციპებს შეუძლია უდიდესი წარმატების მოტანა ნებისმიერი ადამიანისთვის! ჰო ასეა, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ორი წელი გავიდა, რაც სანდროსგან წამოვედი პრინციპების გამო. ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა ამ ორ წელზე...
მშობლები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ მე და ლილიანამ კი ქალაქი გამოვიცვალეთ.
ის მესამე კლასშია მე კი მეოთხე კურსზე. მშობლების გამოგზავნილი ფულით საკუთარი კაფე გავხსენი და სწავლასთან ერთად ვმუშაობ კიდეც.
ყოველ დილით ლილიანას სკოლაში დავტოვებ და შემდეგ კაფეში მივდივარ. სახლში მხოლოდ ძილისთვის მივდივარ. ლექციებს უმეტესად არც კი ვესწრები, მხოლოდ სემინარებს.
გამოცდებს კი ისედაც მშვენივრად ჩავაბარებ. ლილიანა სკოლის შემდეგ კაფეში მოდის ჩემთან და იქ მეცადინეობს.
დედას და მამას აღარ უწევთ საზღვარგარეთ მძიმე სამუშაოთი დაკავება რადგან ჩემს კაფეში მოგება დიდია და ბიუჯეტი საკმაოდ გვყოფნის.
ვთვლი ისინი უკვე დაგვიანებულ თაფლობისთვეში არიან...

სანდროს შესახებ არაფერი მსმენია მთელი ამ დროის განმავლობაში. არც საბაზე არ ვიცი არაფერი...
დღემდე არ ვიცი გადარჩა თუ არა საბას დედა, ან სანდროს მამა სადაა და როგორა...
არც ის ვიცი იმ უცნობთან მოაგვარა თუ არა საბამ...

კი, ეს ყველაფერი პრინციპების დამსახურებაა.
პრინციპები იყო სანდროსგან წამოსვლა, რომ მაიძულეს და ქალაქგარეთ წყნარად ცხოვრება, რომ შემაძლებინეს!

ჩვეულებრივი დილაა.
ჩემი დილის რუტინა შევასრულე. ლილიანაც გავაღვიძე და სკოლაში მივიყვანე შემდეგ კი ტრადიციულად ჩემს კაფეში მივედი.
კურსელებთან მაინცვდა მაინც კარგი ურთიერთობა არ მქონია მაგრამ კაფესთან ჩემი ერთ-ერთი კურსელი ბიჭი მელოდებოდა.
თავიდან გამიკვირდა რატომ იდგა იქ შემდეგ ვიდიქრე, რომ ალბათ სხვას ელოდებოდა მაგრამ კაფე რომ გავაღე თვითონაც შიგნით შემომყვა და კუთხეში მაგიდასთან დაჯდა. მასთან მივედი.

მაგრამ... Where stories live. Discover now