მეცამმეტე თავი

1.5K 72 3
                                    

სანდროს, წასვლის შემდეგ ვიბანავე, ოთახი მივალაგე ერთი სიტყვით წესრიგში მოვედი.
შემდეგ ნივეთების გადატანის სააგენტოში დავრეკე და ახალ ბინაში გადასასვლელად მზადება დავიწყე.

ეს ამბავი არც სანდროსთვის მითქვამს და არც ლილიანასთვის.
მინდოდა სიურპრიზი მომეწყო პატარა ონავარისთვის ამიტომაც არ ვუთხარი სანდროს რადგან აუცილებლად წამოცდებოდა მაინც რაღაც.

მოკლედ, ყველაფერი მოვაგვარე ნივთებიც გადავიტანე და ძველი ბინა საიტზეც ავტვირთე გასაყიდად ან გასაქირავებლად.

ლილიანასთვის საჩუქრის ასარჩევადაც ვიყავი და საბოლოოდ რომ ვერაფერი ავარჩიე მხოლოდ ერთი პატარა ზარდახშა ვიყურე.
მისი საყვარელი ფერის იყო.
ძალიან მოსწონდა ნაცრისფერი ფერი, რატომ არ ვიცი მაგრამ ასეთი უცნაურია.
მე მგავს...

ლილიანას საჩუქარი ჩანთაში ჩავდე და ახლა სანდროს დისთვის და დედისთვის გადავწყვიტე რამის ყიდვა.

მათაც კარგი საჩუქარი ავურჩიე.
ანასტასიასთვის ლამაზი ყელსაბამი და საყურეები ავარჩიე ხოლო სანდროს დედისთვის საჩუქრის არჩევა გამიჭირდა თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვისაც იგივე ზარდახშა მეყიდა რათქმაუნდა ნაცრისფერი არ მიყიდია მოსთვის რადგან ნაცრისფერი ბნელ ცხოვრებას ასახავდა. მას თეთრი, სიმშვიდის ფერის ზარდახშა ვუყიდე.

მაღაზიიდან გამოსვლისას სანდროსთან დავრეკე.

- გისმენ პატარავ...

გული ამიჩქარდა. ეს პირველი ზარი იყო შეყვარებულის ამპულაში, სანდროს ხმაც და პასუხიც მაბნევდა და პეპლებს იწვევდა ჩემს მუცელში...

- ელე, გესმის ჩემი?

- კი კი, მესმის. შეგიძლია მომაკითხო?

- სად ხარ?

- ლოკაციას ჩაგიგდებ.

- კარგი მოვალ. მიყვარხარ გკოცნი.

მაგრამ... Where stories live. Discover now