ეს ვინ არის? 🧐

2.5K 74 3
                                    

- რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ასეთი უაზრო საქციელებით ვერაფერს ვერ მიაღწევ მთელი დღე გდიხარ შენს ოთახში გამოკეტილი და მხოლოდ რაღაც სულელურ ფიკებს კითხულობ!
- მიყვიროდა დედა გამწარებული... ის ვერაფერს გაიგებს ! ვერ გაიგებს თუ რას ვგრძნობ მე ახლა.

- დედა არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო და მომცე საშუალება ვიცხოვრო ისე როგორც მინდა ეს ჩემი ცხოვრებაა. - ვუთხარი ხრინწიანი ხმით იქნებ ახლა მაინც დამანებოს თავი.

- შენი ცხოვრება? შენ მე მეკუთვნი ამიტომ რასაც გეტყვი გააკეთებ! ყელშია შენი უაზრო ქცევები ადექი და წიგნი გადაშალე სკოლას შენ ამთავრებ მე კი არა კლასში ბოლო ადგილზე ხარ.
მაშინ როცა ჩემი მეგობრები თავისი შვილებით ამაყობენ მე თავს ვხრი. მრცხვენია შენ ნაირი შვილი რომ მყავს შენს დას შეხედე უნივერსიტეტში ჩააბარა და ახლა კაბინეტში ზის შენ კი გამოკეტილი ხარ ამ დაწყევლილ 4 კედელში! - როგორც ყოველთვის ადამიანი თუ წარმატებული არ ხარ ყველას კიდიხარ.

- არ გამოვალ იქამდე სანამ არ მიხვდები რომ თავი დამანებო ის ისაა მე მე ვარ ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ყველა კაბინეტში ვერ იჯდება და ყოველთვის ჯიბე სქელი ვერ ექნება მე სკოლის მოსწავლე ვარ დედა სკოლის მოსწავლე გესმის 11 კლასელი სკოლის მოსწავლე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს შენ იმის მაგიერ რომ გვერდით დამიდგე და რამით ტვირთი შემიმსუბუქო მოდიხარ და უარესს მიშვები...დავიღალე დედა დავიღალე! - ლუდის ბოთლი საწოლზე მივაგდე და ქვითინი დავიწყე განა ასეთი რთულია გესმოდეს ჩემი?

- რამ დაგღალა? მთელი დღე ტელეფონში ყოფნამ თუ ლოთივით ლუდის სვამ? სასაცილო ხარ! სასაცილო...ამიტომ არ გყავს მეგობრები!- ჩამეცინა... მწარედ ჩამეცინა ზედმეტად ხმა მაღლაც კი.

- გიჟი! - მომაძახა და ჩემი ოთახის კარს მოშორდა...რაში მჭირდება დედა რომელსაც არ ვუყვარვარ? მამა მენატრება...

დავწექი და ქვითინი დავიწყე სანამ ჩემი ფანჯრის მინაზე კაკუნი არ გავიგე...ჩემი ძმა...ის ერთადერთია რომელიც თავს დაცულად მაგრძნობინებს.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now