დავიღალე 😕

685 50 2
                                    

ავტორის POV:

შენ? - ხმა აუთრთოლდა ქალს.

- რა მოხდა „ დედა“ არ ელოდი შენს ქალიშვილს? - ლიზას სახეზე სმირკი ჰქონდა აკრული.

- ეს შენი შვილია? - ქალს ლამის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

- ხო ჩემი  ქალიშვილია! - ამაყად თქვა გოგომ.

- ამდენი ხანი სად იყავი? - ქალმა ლიზას გადაეხია რასაც ლიზა ყველაზე ნაკლებად ელოდა.- იცი მაინც როგორ მომენატრე?- ქალმა გოგოს ლოყები დაუკოცნა ამდენი ხნის შემდეგ ლიზამ პირველად იგრძნო დედის სითბო.-ეს ჩემი შვილისშვილია...- ქალმა ბავშვი გამოართვა და ახლა მას დაუწყო კოცნა - შენსავით მშვენიერია.

- გეყოფა აფერისტობა რა არის შენი ასეთი გარდასახვის მიზეზი? - წამოიჭრა იუჯინი.

- ამას როგორ მეკითხები? 2 წელია ჩემი შვილები არ მინახავს..- აუცრემლიანდა ქალს თვალები.- შემოდით....- სახლის კარი ფართოდ გააღო ქალმა.

დედა ვინ არის? - გაისმა ჯივუს ხმა რომელიც  მეორე სართულიდან წითელი პენუარის ამარა ჩამოვიდა.-თქვენ აქ რას აკეთებთ? - ხმაში ბრაზი დაეტყო გოგოს.

- ჩემს სახლში როდის მოვალ შენ უნდა გკითხო? - ამრეზით შეხედა ლიზამ ჯივუს.

- ეს ბავშვი? შენ რა მაინც გააჩინე? - ლამის თვალები გადმოეყარა გოგოს.

- ის ჩემი „შვილია“!- ბოლო სიტყვა კარგად გამოკვეთა ლიზამ რადგან იცოდა რომ ჯივუს სუსტი წერტილი ეს იყო.

მეორე სართულიდან ისმის ნაბიჯების ხმა რაზეც ყველას ყურადღება კიბეებისკენ გადააქვს იქედან კი ჯონგუქი მოდის რომელიც ნაცრისფერ კოფტას კიბეებზე იცვამს და როცა კარებისკენ იხედება ადგილზე ქვავდება.

ნაბიჯებს ნელ-ნელა ანელებს და გაკვირვებული მიდის კარებისკენ რომლიდანაც ლამაზი ქალი შემოდის პატარა ბავშვით ხელში.

- ჯონგუქ! - ჯივუ გარბის და ბიჭს სხეულზე ეკრობა მაგრამ ახლა ბიჭი საგონებელშია ჩავარდნილი და ვერც კი იაზრებს რა ხდება ახლა მის გარშემო.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now