დასასრული?

894 48 19
                                    

4 თეთრი კედელი რომელშიც 2 ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი წევს და სიცოცხლისთვის იბრძვის.

ლიზას POV:

- პულსი იკარგება მუხტი გაამზადეთ!- ექიმის ხმა ყრუდ ჩამესმის და საწოლიდან უკიდეგანო სიბნელეში ვიკარგები.

თვალებს ვახელ და მწვანე მინდორს ვხედავ სადაც ერთი დიდი ხე დგას და ხის ძირში ჯონგუქია წამოკოტრიალებული.

- მოხვედი? - წამოდგა და გამიღიმა.

- სად ვარ? - აფორიაქებულმა ვიკითხე.

- ეს ჩვენი სამოთხეა! - ხელით მთელ გონებაზე მანიშნა.

- არა ეს არ არის სამოთხე! - კანკალმა ამიტანა რადგან მივხვდი რომ ახლა ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.

- აბა რა არის? - მოახლოებას ცდილობდა მაგრამ მე ამის საშუალებას არ ვაძლევდი.

- ჯონგუქ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ! - თავი ავწიე და ვუთხარი მაგრამ უკვე მისგან 10 მეტრის მოშორებით ვიქნებოდი ნელნელა ისევ სიბნელეში ვიკარგებოდი.

- გადარჩა! - გახარებული ექიმის  ხმა მესმის რომელიც ტაშს უკრავს.

ჯონგუქის POV :

თვალებს როცა ვახელ რაღაც დაძაბულობას ვგრძნობ თითქოს სხეული აღარ მემორჩილება ტანში მცრის და კანკალს ავყავარ.

სიზმარი ვნახე სადაც ლიზასთან ერთად ვიყავი თითქოს ყველაფერი მორჩა და ერთად ვიქნებოდით მაგრამ ის რაღაცამ ჩაითრია და წამართვა.

ფილტვების მწვავე ანთება დამემართა და ვიცი არანაკლებ დღეშია ლიზა რადგან ორივე თავსხმა წვიმის ქვეშ ვიდექით...

იქნებ ეგეც სიზმარი იყო?

დიდი ძალისხმევის შემდეგ პალატიდან გავდივარ და ყველა გამვლელ ექიმს ვეკითხები რომელ პალატაშია ლიზა მათგან კი მხოლოდ ერთმა მითხრა რომ დერეფნის ბოლოში არის.

როდესაც მივედი ნახულმა შოკი მიმაღებინა ახლა მე მორგის წინ ვიდექი ნუთუ მართლა გარდაიცვალა?

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now