ლექტორი ( სეზონი 2)

634 45 38
                                    

- ჯონგუქ ევა სად არის? - ჩემმა ხმამ გააყრუა მთელი სახლი.

- შენთან არ არის? - გიჟივით შემოვარდა ოთახში ჯონგუქი, სახეზე საპარსი ქაფი ჰქონდა, როგორც ჩანს წვერს იპარავდა.

- აქ ვარ! - სიცილ-კისკისით გამოვარდა ევა კარადიდან, საწოლზე აძვრა და ხტუნაობა დაიწყო.

- ევა, რამდენჯერ გითხრა რომ ნუ იმალები? უკვე ხუთი წლის ხარ და დედიკოს უნდა დაუჯერო.- მასთან მივედი და საწოლიდან ჩამოვსვი.

კარადიდან მისი საყვარელი ვარდისფერი კაბა გამოვიღე და თან მოვაყოლე თეთრი ფერის ფეხსაცმელები.

- ნუ მებუტები.- ამოიჩურჩულა და ქვედა ტუჩი საყვარლად გადმოაგდო, ხელები გადააჯვარედინა და ლეკვის თვალებით ამომხედა.

- აბა ვის უნდა დღეს საბავშვო ბაღში მამიკომ წაიყვანოს? - ჯონგუქმა ევა კისერზე შემოისვა და ასე დარბოდა მთელ ოთახში.

- ორი ერთი ჭკუის.- ამოვიოხრე და ევა ჯონგუქს მოვაშორე.

                              ****

- რა მალე გაიზარდა, არა.- ღიმილით შემომხედა ჯონგუქმა, როცა ევამ ბაღში შეირბინა.

- მახსოვს პირველად ხელში რომ ავიყვანე, ისეთი პატარა და მოცუცქნული იყო, რომ შემეშინდა, უცებ რამე არ ვატკინო-თქო. - ჩამეცინა.

- შემდეგი გაჩერება უნივერსიტეტი!-წელზე ხელი შემომხვია და ასე წავედით მანქანისკენ.

- ოჰ, რომ იცოდე როგორ ვღიზიანდები როცა სხვა, ჩემს გარდა კიდევ ბევრი მასწავლებელს/ლექტორს  გეძახის.- ღიმილით ვუთხარი, მაგრამ ეს ღიმილი უფრო გაღიზიანებისგან იყო გამოწვეული.

- ხომ იცი,რომ მხოლოდ შენ გეკუთვნი.- ჩემი ხელი მისაში მოიქცია და აკოცა.

- მე ვიცი, მათ არ იციან! - თვალები ავატრიალე.

- ჩემი ეჭვიანი მოსწავლე.-ჩაიცინა და საყვარელი ბაჭიის კბილები გამოაჩინა.

- არა მარტო...შენი ცოლიც და შენი შვილის დედა! - მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ისე საყვარლად უყურებდა გზას, ეს ვერ შევძელი.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now