OMG

1K 60 14
                                    

ჯონგუქის POV:
მთელი ღამე თეთრად გავათენე, მიკვირს ეს ბიჭი ასეთი მოკლე როგორაა? საწოლში ვერ მოვერგე...ბევრი წრიალლის გამო ვეღარ მოვისვენე და ავდექი ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო გავედი სამზარეულოში და წყალი დავლიე შემდეგ კი ლიზას ოთახში შევედი მაინტერესებდა ეძინა თუ არა და რას ვხედავ?...იუჯინს სხეულზე აკვროდა ხელები კი მის კისერზე ჩამოედო და ტკბილად ეძინა იუჯინი კი წელზე მოხვეოდა და ხელში მისი დუნდულები ეჭირა...ესენი ნამდვილად და ძმა არიან? მივედი და ხელები გავაშვებინე ისევ  საწყის პოზაში დაბრუნდნენ კიდევ განვაცალკევე და ისევ.

კიდევ ერთხელ უნდა მომეშორებინა ერთმანეთს როცა...

- ხო კარგი რა იქნა ვახ! - თქვა იუჯინმა და გადაბრუნდა.- რა მომესწრო დაძმაზე ეჭვიანობენ!...ან მოიცა...ჰეი!- წამოიძახა, სახეზე ეშმაკური ღიმილი აიკრა და წარბები აათამაშა.

- შენი სიფათი რას მივაწერო?- ვკითხე და თვალები მოვჭუტე.

- მასწავლებელს მოსწავლე შეუყვარდა! - თქვა ხელები პირზე აიფარა და ისევ საწოლზე დაეცა.

- რაებს ბოდიალობ? გირჩევ ადგე და სუპერმარკეტში წამოხვიდე ლიზის რამე გემრიელი უნდა მოვუმზადო და სახლში არაფერი გაქვს...მისმინე თუ არ ჭამ ვერ გაიზრდები.- ჩემს ნამიოკს მიხვდა და ბალიში მესროლა მე კი ავიცილე.

სწორედ ამ დროს გადაბრუნდა ლიზა და მოკლე კაბაში საცვალი გამოუჩნდა...თვალები ორივეს გაგვიფართოვდა...იუჯინმა თვალები აატრიალა და საბანი დააფარა...შუა ზაფხულში... ლიზამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და საბანი 'დაწრიხლა' იუჯინმა ერთი ტრაკზე შემოარტყა და ისევ დააფარა.

ახლა ამან რა ქნა?

- ახლა რა გააკეთე? - ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი

- რა? შენ უნდა გკითხო ჩემს დას სად შევეხები? - თვალები მოჭუტა და შემომხედა...ლიზამ ისევ გადაიძრო.-
გოგო რა დღეში ხარ? აქ მგონი კაცებიც ვართ და შენ კიდე წამოჭიმულხარ საბანი მაინც დაიფარე!- უთხრა და კიდევ ერთხელ დააფარა საბანი.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now