still with you

689 45 5
                                    

მთელი ორი კვირა ჯონგუქი არ გამოჩენილა ხან სად დაეხეტებოდა ხან სად ხელში რვეული და კალამი ეჭირა რომელშიც მხოლოდ თავის გრძნობებს და უკიდეგანოდ ღრმა ნოტებს წერდა.

მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ლიზა დეპრესიაში იყო და თავის თავს წყევლიდა რადგან ის ვინც თავისთავზე მეტად უყვარს მისი არ ქვია.

ევა იუჯინს ჰყავს წაყვანილი და ცდილობს რომ რამენაირად ბავშვი გაამხიარულოს რომელიც მხოლოდ „მამას“ იძახის და ამ უკანასკნელი სიტყვის გამო ცრემლებს აფრქვევს.

ჯივუ თავის თავში ჩაიკეტა მას ვინც შეუყვარდა მას მისი დანახვაც არ უნდა განა ადვილია ამდენი ხანი ის კაცი შეაკავო შენს გვერდით რომელსაც გული სხვისკენ მისდის და იცის რომ პატარა ანგელოზი ჰყავს?

ჯიამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე როგორც კი გაიგო რომ ლიზას ჯიბე გასქელებია მივიდა და ურცხვად მოთხოვა ფული ლიზამ კი ფული მიუგდო და იმ სახლს გაეცალა.

არავინ იცის სად დაბოდიალობს ორი ტანჯული სული რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ მაგრამ ეს სიყვარულიც აკრძალულია მათთვის.

ჯონგუქი სანაპიროს წინ ჩამომჯდარა და კალამს ფურცელზე ერთ წამს არ აყოვნებდა წერდა და წერდა თითქოს კალამი იყო მისი გული ფურცელი კი მისი სხეული.

- იქნებ ეს ყველაფერი შევცვალო? - კითხა თავის თავს ბიჭმა.

სანაპიროს მოშორდა და წავიდა იქ სადაც თავის ფურცლებს ძალა ექნებოდა.

დიდი სტუდიოს წინ იდგა და უყურებდა მის გარშემო ყოველივეს.

- აბა დავიწყოთ? - ამბობს პროდიუსერი და ჯონგუქის რვეულს ჩაჰკიკიტებს.

- რაც მალე მით უკეთესი! - ამბობს ჯონგუქი და მიკროფონის წინ დგება.

ჯონგუქმა დაიწყო თავისი ნაშრომის შესრულება დრო და დრო ცრემლებს იწმენდდა რომელიც თავისივე სიმღერის გამო მოსდიოდა თვალებიდან ვიღაცისთვის ეს უბრალო სიმღერა იყო ვიღაცისთვის კი თავისი მთელი ცხოვრება გაკვირვებული უყურებდა პროდიუსერი ბიჭს რომელიც ტკბილ ჰანგებს აჟღერებდა და თან ცრემლად იღვრებოდა „რა ტკივილი აქვს ამ ბიჭს ასეთი რომ ასეთი გრძნობებით გადმოსცემს ამ ყველაფერს“ ამბობს გულში და ბიჭის სიმღერაზე მომდგარ ცრემლებს იმშრალებს.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now