პარკი

553 50 25
                                    

- ლიზა, ევა დააძინე და ჩემთან შემოდი, სალაპარაკო გვაქვს.- ბრძანება გასცა ჯონგუქმა თავისი კაბინეტიდან.

მეც ევა ავიყვანე და დასაძინებლად წავიყვანე. გვერდით მივუწექი, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ოთახს ისე ათვალიერებდა,თითქოს პირველად ხედავდა.

- რა მოხდა დე? - საბანი კარგად დავაფარე, მხოლოდ სახე უჩანდა.

- გახსოვს მამიკომ რომ დამპირდა, პარკში წაგიყვანო, ასე მალე რატომ დაავიწყდა? - თვალები აცრემლიანებული ჰქონდა და ტუჩებს იწვალებდა.

- არა პატარავ, არ დავიწყებია, უბრალოდ დღეს არ ეცალა, მე და მამიკო აუცილებლად წაგიყვანთ პარკში, არ იტირო კარგი? - მისი პატარა სხეული გულმკერდზე ავიკარი, თან ვუმღეროდი და თან ვეფერებოდი

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

- არა პატარავ, არ დავიწყებია, უბრალოდ დღეს არ ეცალა, მე და მამიკო აუცილებლად წაგიყვანთ პარკში, არ იტირო კარგი? - მისი პატარა სხეული გულმკერდზე ავიკარი, თან ვუმღეროდი და თან ვეფერებოდი.

მალევე ჩაეძინა, გვერდით თავისი საყვარელი თოჯინა მივუწვინე და ჯონგუქის ოთახისკენ გავემართე.

შესულს დავინახე ისევ ის სათვალე ეკეთა და საბუთებს ჩაკირკიტებდა.
კარების ხმაზე ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა და სათვალიდან ამომხედა.

კარების ხმაზე ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა და სათვალიდან ამომხედა

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

შემდეგ მოიხსნა და მაგიდაზე დადო.

- გისმენ. - მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე ჩამოვჯექი და დაველოდე, თუ როდის ამოიღებდა ხმას.

Will Be Back Again | J. JKDonde viven las historias. Descúbrelo ahora