chapter 3

35 4 6
                                    

იმ დღიდან 1 კვირა გავიდა.
ამ დროის განმავლოვაში ჯოში თითქმის ყოველ დღე მირეკავდა და მეუბნებოდა რომ ლუის დავშორებოდი მაგრამ უარს ვეუბნებოდი.
დღეს გადავწყვიტეთ რომ ჯოშის ქსელები გაგვეტეხა
და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაილი წაგვეშალა.
ნაილმა კარგად იცოდა მსგავსი რაღაცეები ამიტომ ამის გაკეთება ისე შეეძლო რომ ჯოში ვერ მიხვდებოდა ვისი გაკეთებული იყო.
ახლა მე და ზეინი ჩემს კაბინეტში ვართ ლიამი და ლუი ნაილს გაყვნენ სადღაც
ჩვენ კი მათ მოსვლას ველოდებით.
მე ჩემს სავარძელში ვზივარ ზეინი კი ჩემს პირდაპირ.
იმაზე ვფიქრობ რის გაკეთებასაც ვაპირებთ მგონია რომ რაღაც არასწორად წავა.

-რაზე ფიქრობ?
ჰარი

-ბოდიში რამე მითხარი?

-რაზე ფიქრობთქო

-იმაზე რასაც ვაპირებთ. მგონია რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც გვინდა

-ყველას ეგრე გვგონია.
ხო მართლა შენ და ლუი რას შვებით ჯოშის ამბების შემდეგ

-ყველაფერი ისეა როგორც იყო

-ხომ იცით რომ ჯოში თავს არ დაგანებებთ

-კი მაგრამ არ მინდა რომ ლუისთან ურთიერთობა გავწყვიტო

-ხოდა არ გააკეთო ეგ

ზეინს გავუღიმე

-შენ რას იტყვი

-რაზე

-ბრმა არ ვარ ზეინ ვხედავ როგორც უყურებ ლიამს

-წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ

-ზეინ 10 წლიდან გიცნობ ვერ მომატყუებ

-კარგი ხო შეიძლება მომწონს და ვფიქრობ რომ მასაც მოვწონვარ

-არ აპირებ თქმას?

-არ ვიცი იმის შემდეგ რაც ჯოშმა შენზე და ლუიზე გაიგო ცოტა მეშინია

-ზეინ მალიკს ეშინია?
პირველად მესმის

გავიცინე

-მოკეტე

-კარგი ხო, მისმინე, შენი გადასაწყვეტია რას იზამ, მაგრამ იმას ნუ გააკეთებ რაც ჯოშს უნდა, ის გააკეთე რაც შენ გინდა, შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ, ჩემი ოჯახის წევრი ხარ და მინდა რომ ბედნიერი იყო ასე რომ ჩემი რჩევაა რომ ლიამს შენი გრძნობების შესახებ უთხრა

-მადლობა ძმაო

გავუღიმე. მე და ზეინი ერთმანეთს 10 წლიდან ვიცნობთ სკოლაში გავიცანით ერთმანეთი. ერთ კლასში ვიყავით. სკოლის შემდეგაც ვმეგობრობდით და ამ საქმეშიც ორივე ერთად გავეხვიეთ. და დანარჩენები აქ გავიცანით.
ცოტახნის შემდეგ კარში ლუი ლიამი და ნაილი შემოვიდნენ.

-სად იყავით ამდენი ხანი

ლუი ჩემთან მოვიდა და მაკოცა

-მორჩით ერთმანეთის პირში ძრომას. ჰაროლდ ადექი

-რატო

-ხო გინდოდათ რომ ჯოშის ფაილები წამეშალა

ავდექი და ჩემს ადგილას ნაილი დაჯდა ჩვენ კი მის გარშემო დავდექით. ნაილმა რამდენიმე წუთში გატეხა ჯოშის ქსელი

-შევედი ახლა რა წავშალო

-რამე მნიშვნელოვანი უნდა ვნახოთ

-კარგი

რამდენიმე ფაილი წავშალეთ ნაილი უკვე გამოსვლას აპირებდა როცა თქვა

-ეს რაღაა?

-რა მოხდა

-ჰარი ჯოშს შენზე ფაილი აქვს

-რა?

კომპიუტერს შევხედე და ჩემი სახელი წავიკითხე

-გახსენი

ნაილმა ფაილი გახსნა

-რა ჯანდაბაა???

_________

ვეცდები რომ შემდეგი თავი მალე დავდო

დაავოუთეთ და დააკომენტარეთ❤️

Always And ForeverWhere stories live. Discover now