chapter 10

31 3 4
                                    

  კრებიდან რამდენიმე კვირა გავიდა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ნარკოტიკებს მარკს ვუგზავნიდით, ის კი სანაცვლოდ ინფორმაციას გვაწვდიდა ჯოშზე. ჯოშს ეჭვები აქვს რამდენიმე ვიღაცაზე მარა ჩვენზე არა, რაც კარგია

ახლა ოთახში ვარ გვერდით კი ლუი მიწევს,  მარჯვენა ხელზე თავი უდევს, თმები როგორც ყოველთვის ახლაც არეული აქვს, ვხვდები რომ ჩემში რაღაც იცვლება, როცა ლუისთან ვარ თავს მშვიდად ვგრძნობ, აქამდეც ასე იყო მარა ახლა სხვანაირადაა, სულ მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, მე ის ძალიან მომწონს, მარა ახლა ვხვდები რომ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ მოწონებაზე მეტია, მგონი მიყვარდება, რაც ძალიან მაშინებს.
იმის არ მეშინია რომ მიყვარდება, იმის მეშინა რომ შეიძლება ის იგივეს არ გრძნობდეს ჩემს მიმართ და იმის რომ ამის გამო შეიძლება მას რამე დაემართოს.

-მაშტერდები

-საიდან მოიტანე

  ლუიმ თვალები გაახილა და გამიღიმა

-აღიარე

-კარგი ვაღიარებ

ლუიმ კიდევ გაიღიმა, მარჯვენა ხელი მის ლოყასთან მივიტანე და ნაზად ფერება დავუწყე, ჩემს ამ მოქმედებაზე ლუიმ თვალები დახუჭა რაზეც ღიმილი ვერ შევიკავე

-მომწონს როგორ რეაგირებ როცა გეხები

ლუიმ თვალები გაახილა

-მართლა? კიდევ რა მოგწონს ჩემში

-მომწონს შენი ლამაზი ცისფერი თვალები რომლებში ყურებაც არასოდეს მომბეზრდება, მომწონს შენი პატარა ტუჩები, შენი პატარა ცხვირი, შენი ღიმილი, ტატუები, შენში ყველა დეტალი მომწონს და... შენც მომწონხარ

ლუი მთელი ამ დროის განმავლობაში ღიმილით მიყურებდა, შემდეგ ჩემსკენ გადმოიწია და მისი ტუჩები ჩემსას შეართა, მალევე გაიწია და მითხრა

-მეც მომწონხარ

გავიღიმე, ახლა მე მივიწიე მისკენ და ვაკოცე, ეს სხვა რამეში გადაიზრდებოდა რომ არა კარზე კაკუნის ხმა

Always And ForeverDove le storie prendono vita. Scoprilo ora