epilogue

38 3 19
                                    

იმ ამბებიდან რამდენიმე თვე გავიდა. ლუი უკეთაა, ჩვენი სახლი გავყიდეთ ახლა ლიამი და ზეინი ერთად ცხოვრობენ ბარბარა და ნაილი ერთად და მე და ლუიც. დედაჩემმა და ჯემამ გაიგეს რობინზე და ისიც გაიგეს რომ მე მოვკალი, თავიდან გაბრაზდნენ რადგან საკუთარი მამა მოვკალი მაგრამ მერე როცა გაიგეს თუ რა ჩაიდინათ მითხრეს რომ ის გავაკეთე რაც სწორად მიმაჩნდა.
ახლა ჩემი და ლუის ოთახში ვარ და ვემზადები, დღეს მნიშვნელოვანი დღეა.
თეთრი პერანგი შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ლუიმ კი შავი პერანგი შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები, სახლიდან გავდივართ და მანქანაში ვჯდებით.

-ჰაზ არ მეტყვი სად მივდივართ?

-სიურპრიზია

-კარგი რა

-დამშვიდდი პატარავ მალე მივალთ

-მიყვარხარ

გამეღიმა, უკვე რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს გამოვუტყდით მაგრამ ამას ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე

-მეც მიყვარხარ

მისი ხელი ავიღე და ცერა თითით ნაზად ფერება დავუწყე

-მივედით

-ჰარი სად ვართ?

-გაიგებ, წამო ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ

-კარგი რაა

-ნუ წუწუნებ წამოდი

ლუის ხელი მოვკიდე და აღმართზე ასვლა დავიწყეთ. სადღაც 10 წუთში უკვე ასულები ვიყავით

-ჯანდაბა ჰარი

-მოგწონს?

-აქაურობა ულამაზესია

მე და ლუი ერთ გორაზე ვიყავით საიდანაც განათებული ქალაქი ჩანდა. აქაც იყო განათებული

-მოდი დაჯექი

მიწაზე დავჯექი ლუი კი გვერდით მომიჯდა, ცალი ხელი წელზე მოვხვიე, მეორეთი კი მისი ხელი დავიჭირე, მან თავი მკერდზე დამადო

-ეს ადგილი როგორ იპივე?

-სანამ ჯოშთან დავიწყებდი მუშაობას მანამდე ხშირად დავდიოდი აქ როცა მარტო ყოფნა მჭირდებოდა. დავჯდებოდი და ქალაქს ვუყურებდი, როცა ჯოშთან მივედი მას შემდეგ აქ იშვიათად მოვდიოდი. ეს ადგილი ჩემთვის მნიშვნელოვანია ამიტომაც გადავწყვიტე რომ შენთვისაც მეჩვენებინა

რამდენიმე წუთით ისევ ქალაქის ყურება გავაგრძელეთ. მე თანდათან ნერვიულობას ვიწყებდი იმის გამო რაც უნდა გამეკეთებინა. ღრმად ჩავისუნთქე. დროა

-ლუ აქ მხოლოდ ამის საჩვენებლად არ მომიყვანიხარ

-ამმ... კარგი და რისთვის მომიყვანე

-ადექი

ლუი ადგა და ჩემს პირდაპირ დადგა ხელები მის ხელებს მოვკიდე და დავიწყე

-ლუ, ჯოშთან ყოფნისას ერთადერთი კარგი რამ რაც მოხდა ის არის რომ შენ გაგიცანი. შეხვედრის პირველივე დღიდან მომეწონე. შენ საოცარი ადამიანი ხარ, კეთილი, ჭკვიანი, ყოველთვის როცა რამე პრობლემა იყო ჩვენს დამშვიდებას ცდილობდი იმის მიუხედავად რომ შენც ნერვიულობდი. ყოველთვის გქონდა იმედი რომ ამ ყველაფერს მოვშორდებოდით და ასეც მოხდა. მას შემდეგ რაც პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს რაღაც ვიგრძენი, რაღაც რასაც ახსნას ვერ ვუძებნიდი, დროთა განმავლობაში შენს მოწონებას ვიწყებდი, შემდეგ კი შემიყვარდი. მიყვარხარ ლუ. არასოდეს არავინ მყვარებია ისე როგორც შენ მიყვარხარ, მაბედნიერებ, ერთადერთი ხარ ვისთანაც მინდა რომ მთელი ცხოვრება გავატარო, ამიტომაც ლუი ტომლინსონ- ცალ მუხლზე დავდექი ჯიბიდან პატარა ყუთი ამოვიღე და გავხსენი-გახდები ჩემი ქმარი?

ლუის ცრემლები წამოუვიდა მე კი ღიმილით ვცდილობდი ნერვიულობის დამალვას

-ჯანდაბა ჰარი კი რათქმაუნდა კი

ლუის ბეჭედი გავუკეთე ავდექი და ჩავეხუტე

-ჰარი მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ

__________

ესეც ასე დავამთავრე, მართალია ისეთი არ არის როგორიც მინდოდა მაგრამ რავი

მადლობა ყველას ვინც კითხულობდით❤️

Always And ForeverWhere stories live. Discover now