chapter 12

25 3 5
                                    

fhashback*

2004 წელი*

მათემატიკის კაბინეტიდან გამოვედი და დერეფანში მივდივარ ჩემი კარადისკენ, ვგრძნობ რამდენიმეს მზერას, სკოლაში მეგობრები არ მყავს რადგან ყველა მაბულინგებს ჩემი თმების გამო. ხვეული თმა მაქ, დედაჩემი და ჩემი და ამბობენ რომ საყვარლობაა და რომ მიხდება მაგრამ სხვები ასე არ ფიქრობენ, ისევე როგორც მე, ფიქრებში ისე ვიყავი გართული რომ ვიღაცას დავეჯახე, წავიქეცი და წიგნებიც გამივარდა ხელიდან, ზემოთ ავიხედე რომ დამენახა ვის დავეჯახე. ო ჯანდაბა...ჯეიკობი

-სტაილს სიარული დაგავიწყდა?- არაფერი მითქვია -მიპასუხე- არც ახლა -მიპასუხე მეთქი-დაიყვირა
ამაზე კი ყველამ ჩვენ გამოგვხედა.

-ა..არა...

-კარგია

ჯეიკობი დაიხარა და ჩემი რვეული აიღო

-დამიბრუნე

ფეხზე ავდექი

-ვერ გავიგე?

-დამიბრუნე მეთქი

-შეხედეთ სტაილსი შემეპასუხა-გაიცინა და სხვებიც აყვნენ-არ იცი რომ უფროსებს არ უნდა შეეპასუხო? მამიკომ და დედიკომ არ გასწავლეს? ა გამახსენდა შენ ხო მათ ფეხებზე კიდიხარ, მამაშენმა მიგატოვათ, დედაშენს კი ალბათ სძულხარ...

კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ვიღაცის ხმამ შეაწყვეტინა

-თავი გაანებე იდიოტო

უკან გავიხედე და ერთი ბიჭი დავინახე რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა,

-შენ ვინღა ჯანდაბა ხარ

-დაუბრუნე რვეული

-არა

-გითხარი დაუბრუნე მეთქი

-რომ არ დავუბრუნო რას იზამ? მასწავლებელს ეტყვი?

ყველამ სიცილი ატეხა
უცნობი ბიჭი მისკენ წავიდა

-დაუბრუნე

-არა

უცნობმა ბიჭმა გაიცინა
და ჯეიკობს უფრო მიუახლოვდა, ხელი აწია და დაარტყა, იქ მყოფებმა გაოცებულებმა შეხედეს უცნობს მათ შორის მეც, თვით ჯეიკობსაც კი გაუკვირდა, ჯეიკობს პირველი კლასიდან ვიცნობ და მისთვის ჯერ არავის დაურტყია

Always And ForeverWhere stories live. Discover now