chapter 15

27 3 36
                                    

-მამა?

-გამარჯობა შვილო

-მოიცა ჰარი ის მამაშენია?

  გაკვირვებული მეკითხება ზეინი
რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ვიღაცის ხმამ შემაწყვეტინა

-სხვათაშორის მეც აქ ვარ

  მოულოდნელად შენობიდან ჯოში გამოვიდა და რობინის გვერდით დადგა.
გაშეშებული ვდგავარ, ჯერ კიდევ ვერ გამიგია რა ხდება, მამაჩემი რომელმაც დიდი ხნის წინ მიგვატოვა ახლა ჩემს წინ დგას, იმ ადამიანის გვერდით ვინც ცხოვრება გამიმწარა

-ჰარი ალბათ გაინტერესებს რა ხდება, მოდი მოგიყვები

-დაიწყე

-მაშინ როცა ხუთი წლის იყავი ჯოშის მამამ დამირეკა მას ჩემთან უნდოდა შეხვედრა, მან ჩემს შესახებ ერთერთი დილერისგან გაიგო, ხო მე ნარკოტიკებს ვყიდდი, ეგ იმ პერიოდში მოხდა როცა თქვენი მიტოვება გადავწყვიტე, მოკლედ როცა მან დამირეკა და მითხრა რომ შეხვედრა უნდოდა დავთანხმდი, როცა შევხვდი მითხრა რომ სამსახურს შემომთავაზებდა რითაც ბევრ ფულს ვიშოვიდი მაგრამ სანაცვლოდ ოჯახს უნდა ჩამოვშორებოდი, რაზეც დავთანხმდი იმ დროს ჩემთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თქვენ. მოკლედ მასთან მუშაობა დავიწყე ისევე როგორც შენ მუშაობ ახლა ჯოშთან, რამდენიმე თვეში რაღაც პრობლემა გაჩნდა რომელიც ჩემი ბრალი იყო, ის გაგდებას მიპირებდა მაგრამ მე ვუთხარი რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ არ გავეგდე, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ის დამთანხმდა მაგრამ სანაცვლოდ რაღაც უნდოდა ჩემგან, გინდა გაიგო რა უნდოდა? შენ

-რა?

-დიახ მას შენ უნდოდი, ნუთუ ვერ ხვდები ჰარი, გგონია რომ ჯოშმა შემთხვევით გიპოვა ქუჩაში? არა ეს დაგეგმილი იყო, იმ დღეს ჩვენ გარიგება დავდეთ რომ როცა 18ის გახდებოდი შენ მისი შვილის ჯოშის ხელში აღმოჩნდებოდი და ასეც მოხდა, მთელი ამ დროის განმავლობაში გითვალთვალებდი, ფოტოებს გიღებდი, შენს ყველა ნაბიჯს მივყვებოდი ისე რომ შენ ვერაფერი შენიშნე-მან სიცილი დაიწყო მე კი ისევ ისე ვიდექი, ჩემს თავში სრული არეულობა იყო-კარგი სად გავჩერდი? ა ხო, გესმის ჰარი? მთელი შენი ცხოვრება ტყუილი იყო შენ კი ამას ვერ მიხვდი, რამდენიმე წლის წინ ჯოშის მამა მოკვდა ამიტომ მე ჯოშთან გადმოვედი, მთელი ამ დროის განმავლობაში ვიმალებოდი, მაგრამ ახლა დამალვას აღარ ვაპირებ, დავამთავრე ახლა შეგიძლია ილაპარაკო

Always And ForeverWhere stories live. Discover now