chapter 13

21 2 42
                                    

                       ნაილ pov
მე და ბარბარა კაფეში ვართ და ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას რომ უკვე ერთად ვართ, წინა კვირას ვუთხარი რომ მომწონდა და მანაც იგივე მითხრა, ახლა კაფეში ჩვენს ადგილას ვზივართ, ის მის ბავშვობაზე მიყვება, რაზეც ვიცინით, სიცილს ჩავებში ჩაცმული კაცი მაწყვეტინებს რომელსაც ფანჯრიდან ვხედავ, ის ჩვენ გვიყურებს.
რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებ, მანამ სანამ ბარბარას ხმა არ მაფხიზლებს

-ნაილ რა მოხდა?

-ამ...რა?

-ვის უყურებ?

-არავის

წამით ისევ ფანჯარაში გავიხედე და დავინახე რომ კაცმა ჯიბიდან იარაღი ამოიღო

-ნაილ გესმის???
ბარბარა მეძახდა

ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი, იმ კაცმა იარაღი ჩვენ დაგვიმიზნა

-დაიხარე

-რა?

არაფერი ვუთხარი, ბარბარას ხელი მოვკიდე და მაგიდის გვერძე დავიხარეთ, სწორედ ამ დროს გაისმა გასროლის ხმა,
ხალხის ყვირილის ხმა ისმოდა, ზოგი გარეთ გარბოდა ზოგი კი იმალებოდა, ბარბარასკენ დავიხარე

-კარგად ხარ?

-მე კი...ნაილ

-რა?

-სისხლი მოგდის

ახლა შევამჩნიე რომ მხარიდან სისხლი მომდიოდა, მაიკის მკლავი გადავიწიე

-ნაილ

-არაფერია კარგად ვარ ტყვია არ მომხვედრია უბრალოდ ნაკაწრია.

ფრთხილად ავდექი და ფანჯარაში გავიხედე, ის კაცი იქ აღარ იდგა

-წავიდა

-რა ჯანდაბა მოხდა

-წამოდი

-სად?

-უსაფრთხო ადგილას

-რა? არა სახლში წავალ

-ბარბარა

-სახლში მინდა

-შემომხედე წამომყევი გთხოვ და ყველაფერს აგიხსნი

Always And ForeverDove le storie prendono vita. Scoprilo ora