თავი პირველი

315 17 23
                                    

ღამეა. თვალისმომჭრელი სიბნელე. მხოლოდ რამოდენიმე ლამპიონი და ჩანბელებული ჩასახვევები. ჩუმად, უჩუმრად მივაბიჯებ სიბნელეში. სიჩუმის ხმა, მჰჰჰ, სასაცილოა არა? სიჩუმის ხმა...

სიბნელის სილამაზე და სიჩუმის ხმა, საშინლად კარგი წყვილია. სიჩუმეს ჩაბნელებული ჩასახვევიდან გამომავალი სიმღერის ხმა არღვევს.

მაშინ როდესაც სიმღერის მშვენიერება მიტაცებს თავს ვკარგავ. ისევ, ჩუმი და შეუმჩნეველი ნაბიჯებით სიბნელისკენ მივიწევ. შიში? რისი უნდა მეშინოდეს? ვიღაც მღერის, ეს მთავარია.

სიბნელიდან სიბნელეში გადავინაცვლე. ეს ჩასახვევი სხვებს არ ჰგავს. მთვარის შუქში სილუეტი გავარჩიე. კიბეზე იჯდა, თავი უკან ჰქონდა გადმოწეული და ქუდი თავს უფარავდა. ვხედავდი მისი ტუჩების მოძრაობას, არ ვიცი, მთვარის შუქში ვარჩევდი. უცებ წამოდგა, შარვალი დაიბერტყა, გამომხედა და წავიდა.

ძალიან მომინდა მეთქვა მისთვის რამდენად საოცარი ხმა ჰქონდა, მაგრამ გამასწრო. სიბნელეში გაუჩინარდა. მე იქვე დავდექი, ბიჭის რიტმი გავიხსენე და ავყევი. ამჯერად მე ვტრიალებდი სიბნელეში. სიცარიელეში ვტრიალებდი, რიტმს არ ვკარგავდი და სიჩუმეს ვარღვევდი. მთვარეც მიყურებდა, წარბს არ ხრიდა, ალბათ არ მოვეწონე.  სიცარიელეში ვტრიალებდი. მან კი ვინც სიცარიელეში ტრიალი მაიძულა, ეს ადგილი დატოვა.

სახლში დაბრუნებისას მთვარეს ვუყურებდი და მანქანებს ვათვალიერებდი. ავედი ჩემს ბინაში. და ფანჯარასთან ჩამოვჯექი. ჩემი ფანჯრიდან ვარსკვლავები ჩანს. ერთი ვარსკვლავი ციმციმებდა, ძალიან ციმციმებდა. წაკითხული მაქვს რომ ვარსკვლავი რაც უფრო ციმციმებს, მით მალე აფეთქდება, განადგურდება. ვუყურებდი იმ ვარსკვლავს, ლამაზად ციმციმებდა მაგრამ არ მინდოდა აფეთქებულიყო. მაშინ ხომ ჩემს ცაზე ერთით ნაკლები ვარსკვლავი იქნებოდა. ალბათ, ოდესღაც, ასობით წლის მერე აფეთქდება, შეიძლება ვერავინ შეამჩნიოს, მაგრამ ალბათ სადღაც, რომელიმე დედამიწის წერტილში იქნება ბავშვი რომელიცა ამ ვარსკვლავივით ციმციმზე იოცნებებს.

და დავიძინე. დილით 6 საათზე გამეღვიძა. დილით ადრე ადგომა მიყვარს. ავდექი და სასეირნოდ გავედი თან ჩემი ყურსასმენები წავიღე.

სეულის ქუჩები გაზაფხულზე სასწაულია. ცოტა სიგრილე, ცოტაც სითბო. მიყვარს. ქვაფენილზე დავდიოდი, და ვფიქრობდი გუშინდელ ბიჭზე. ყურსასმენები გავიკეთე და გავიქეცი, სარბენად ვიყავი გამოსული. სირბილის დროს ვიღაც შემეჯახა, შავებში ჩაცმული იყო და მუსიკას უსმენდა, მუსიკის მელოდია მეცნო მაგრამ გავატარე და სირბილი განვაგრძე. ბიჭმა ბოდიშის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემგან საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

სირბილის შემდეგ სახლში მივედი, გადავივლე წყალი და უნისთვის გავემზადე.

გზაში მეგობარს გავუარე და ერთად წავედით

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

გზაში მეგობარს გავუარე და ერთად წავედით.

_ლაილა, ლექტორი ნახე?

მკითხა ნიამ.

_აუუ, ვერა ეგ სულ გადამავიწყდა. დღეს ვნახოთ.

_კარგი. ისე გუშინ რა ქენი? სადმე იყავი გასული?

_კი, ქუჩაში ვსეირნობდი.

_ღამის სეირნობები, არ გეშინია?

_არა.

_კი მაგრამ, ამდენი მანიაკი დადის.

_ქალი იმაზე ძლიერია ვიდრე ნებისმიერ მანიაკს შეუძლია წარმოიდგინოს. მე ქალი ვარ.

_კარგი, შევიდეთ.

3 ლექციას დავესწარით. ბოლოს ახალი სტუდენტი წარგვიდგინეს.

_ქალნატონებო და ბატონებო, ახალი სტუდენტი გვყავს. რელურად ახალი არ არის უბრალოდ აქამდე მოსვლა ვერ შეძლო. ლუკას ტომასი. 21 წლის არის, თქვენი ტოლი. მოკლედ, დანარჩენს თქვენ თვითონ გაიცნობთ. კეთილი შენი მობრძანება ლუკას. წარმატებულ წელს გისურვებთ.

გვითხრა დირექტორმა და გავიდა. ბიჭს სახეზე დავაკვირდი. ლუკასი, ლამაზი სახელია, ისეთი ლამაზი როგორიც ხმა აქვს.

___________________________________________

ძალიან მომწონს. მიყვარს. ზუსტად ისეთი გამომივიდა როგორის დაწერაზეც ვოცნებობდი. 💜🥺🥰🤟





ხმა სიცარიელიდან Donde viven las historias. Descúbrelo ahora