თავი მეორე

134 13 2
                                    

ლექცია დასრულდა და კაფეტერიაში ჩავედი.

_გამარჯობა!

ლუკასს გვერდით მივუჯექი.

_სალამი.

თქვა და იქაურობა შეათვალიერა.

_შენ ახალი ხარ ჩვენს ფაკულტეტზე, როგორც მივხვდი.

_დიახ.

_საინტერესოა.

_დიახ.

თქვა და ხელი მაღლა აწია თან ვიღაცის მიმართულებით იყურებოდა.

მალე ჩვენს წინ გოგონა ჩამოჯდა.

_როგორ ხარ პრინცესა?

_მე კი არა, შენ როგორ შეეგუე აქაურობას? ხომ გითხარი ძალიან კარგი უნია თქო.

_ნამდვილად.

_ხო მართლა, ეს გოგონა ვინ არის?

თქვა და თვალებით ჩემკენ ანიშნა.

_ეს....

თქვა და შეჩერდა, რა უნდა ეთქვა. ეს ის გოგოა მთელი დღე ჩემთვის თვალი რომ არ მოუშორებია და დებილივით დამსდევსო?

_ჩვენ ადრე შევხვედრივართ.

განვმუხტე სიტუაცია.

_რა-

დაბნეულმა გამომხედა ლუკასმა.

_ვააა, ძმაოოოო!

თქვა და მხარში ხელი ჩაარტყა, მოფერებით.

ძმაოოო?!

_სად შევხვედრივართ?

მე მომიბრუნდა.

_არ გემახსოვრება, ძალიან ბნელოდა.

_აბა შენ როგორ დამიმახსოვრე?

_ხმით.

ვუთხარი და მაგიდას მოვშორდი.

სახლში მივედი, გამოვიცვალე და ბიბლიოთეკისკენ დავადექი გზას. თან ქოლგა წავიღე, შემოდგომა, წვიმა. ბიბლიოთეკა ძალიან ლამაზ შენობაშია. ძალიან მიყვარს აქ მოსვლა. წიგნების თვალიერება, თითქოს ახალ ადამიანებს ვიცნობ. შევედი ბიბლიოთეკაში და რომანტიკის განყოფილებას მივაშურე.

ხმა სიცარიელიდან Where stories live. Discover now