თავი მესამე

135 10 3
                                    

ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიაბიჯებდა ნისლში წვიმა და მას ფეხს ის ბიჭი უწყობდა, ლურჯი ქოლგის ქვეშ რომ იმალებოდა.

უცებ ბიჭი გაჩერდა, წვიმაც გაჩერდა. ერთხელ ზევით ამოიხედა და სვლა განაგრძო.

....

_გამარჯობა. დღეს გააკეთებთ მარტივ სკულპტურას, რომელშიც მაქსიმალურად ეცდებით გადმოეცთ თქვენი გრძნობები და ფიქრები. ახლა კი სახელოსნოში ჩავიდეთ.

თქვა ლექტორმა და ქვედა სართულზე გადავინაცვლეთ.

_რას გააკეთებ?

მკითხა ანამ.

_არ ვიცი ჯერ. ვნახოთ.

ვთქვი და მაგიდასთან დავდექი.

დაიწყეთ და ნელ-ნელა მეც ჩამოვივლი.

2 დღის შემდეგ.

_ბატონო სემ, დავასრულე.

ვთქვი და ჩემი ნამუშევარი წინ დავუდგი.

ვთქვი და ჩემი ნამუშევარი წინ დავუდგი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

_ლაილა, იდეალურია. უნიჭიერესი ხარ.

მითხრა და ჩემი სკულპტურა ყველას დაანახა.

_მოგვიყვები მის შესახებ?

მე ჩავფიქრდი, ლუკასს გავხედე რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა ჩემს ნაშრომს.

_ვფიქრობ, ვინც უნდა მიხვდეს, მიხვდება.

ვთქვი ისე რომ ლუკასიდან მზერა არ მომიშორებია.

_ასეთი იდეა მაქვს. მოდი თქვენი ნამუშევრების გამოფენა მოვაწყოთ.

_მართლა?

ძალიან გამიხარდა. ყოველთვის მინდოდა ვიღაცისთვის მეჩვენებინა ის რასაც ვაფასებდი, მიყვარდა და ვაკეთებდი.

ხმა სიცარიელიდან Where stories live. Discover now