თავი მეშვიდე

125 12 24
                                    

უნიში წავედი, დავათვალიერე, ძალიან მომეწონა. ყველაფერი მოვინახულე და აუდიტორიაში ავედი.

ხელოვნება. სამყარო სადაც ჩემს თავს ვპოულობ. მეგობარი? არ მყავს. შეყვარებული? არ მიხსენოთ. აბა ვინ მყავს? ჩემი თავი. მშობლები? ჩემს და-ძმაზე არიან გადართულები. 

მარტო ვარ და საკუთარ თავს იმ ხელოვნების ნაწილში ვპოულიბ რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.

ვინმე რომ შეიყვარო, ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდესო. მე არ ვემხრობი ამ წინადადებას. საკუთარი თავი რომ გიყვარდეს, ჯერ სხვა უნდა შეიყვარო.

ასე უფრო მომწონს.

აუდიტორიაში შემოვიდა ლუკასი, დამინახა თუ არა ჩემკენ ამოვიდა.

_როგორ ხარ?

_კარგად.

_მოგეწონა უნი?

_ძალიან.

გამიღიმა და გვერდით ჩამომიჯდა.

1 საათი ასე ვისხედით და ლექციას ვუსმენდით. ძალიან სიანტერესო იყო, მაგრამ თვალი ლუკასისკენ მეპარებოდა ხოლმე. რას იზამ.

რამდენიმე საათში უნიდან გასვლის დროს უკან ვიღაც ამომიდგა, ხმით ვიცანი როდესაც მითხრა:

_თუ ადამიანი წიგნს გჩუქნის პატივს გცემს, თუ მის წიგნს გჩუქნის, უყავრხარ.

თქვა და შენობიდან გავიდა.

დამტოვა გულაჩქარებული. ანუ? რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ვუყვარვარ?

ვფიქრობდი და თან დავდიოდი.

აპარტამენტის გზაზე კაფეში შევიარე. რეალურად მისმა.ინტერიერმა მომხიბლა რომელიც ვიტრინის მეორე მხრიდან  მიცინოდა. ერთ კედელეზე მთლიანად წიგნები იყო შემოლაგებული, წინ რამდენიმე სავარძელი იდგა. თან გაწვიმდა და რა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო ბუხრიან, მყუდრო, ბიბლიოთეკიან კაფეზე.

ამიტომაც შევედი და ბიბლიოთეკის წინ დავჯექი. ერთ-ერთი წიგნი ავირჩიე რომლის სათაურმაც მიმიზიდა. შევუკვეთე რძიანი ყავა და კითხვა დავიწყე.

"_შეუძლებელია გიყვარდეს.

_რატომ?

_რადგან... რადგან....

_მიზეზი არ მჭირდება სიყვარულისთვის."

წიგნი უზომოდ მომეწონა. გადავიხადე თანხა, ქოლგა ავიღე და გზა განვაგრძე. ავედი ჩემს ბინაში და მეცადინეობა დავიწყე, ვინაიდან დასვენებული ვიყავი.

ცოტა ხანში კარზე ზარი გავიგე და იძულებული გავხდი მეცადინეობა შემეწყვიტა.

_საღამო მშვიდობისა ლაილა.

_საღამო მშვიდობისა.

_ხვალ უნივერსიტეტში ერთად წავიდეთ, რაღაც მინდა გითხრა.

_ახლა ვერ მეტყვი?

_ვერა.

_კარგი მაშინ.

_კარგი, 3-ის ნახევარზე მოვალ და გავიდეთ.

_კარგი.

_კარგი.

მითხრა და მის ბინაში შებრუნდა.

მე დავბრუნდი და მეცადინეობა განვაგრძე.

ხანდახან ვფიქრობ, შეყვარებული ყავდა? ვფიქრობ, ვინმე უყვარს? მოსწონს? აქ როგორ ცხოვრობს? რას ჭამს? რომელია მისი საყვარელი ადგილი? რომელ ლექტორს ვერ იტანს? ისევ მღერის?

ამ კითხვებთან ერთად ჩამეძინა.

_გამარჯობა ლაილა.

მომესალმა ლუკასი და უნის გზას დავადექით.

_სალამი ლუკას. რისი თქმა გინდოდა?

_მმმმ.... მინდოდა მეკითხა, შეყვარებული გყავს?

_არა.

_კაი.

_სულ ეს არის?

_კი.

_სერიოზულად?

_კი.

_კარგი, რავიცი.

_ისე როგორ მოგეწონა ბრიტანეთი?

_ძალიან ლამაზია.

_კი.

_შენი აზრით ლონდონი რომ ადამიანი ყოფილიყო, ვინ იქნებოდა?

_შენ.

_მე? რატომ?

_შენსავით ლამაზია, შენსავით რომანტიული და შენსავით მიყვარს.

_________________________________________

ამას რომ დავამთავრებ მინდა ნოველა დავწერო.  (ნოველა არის მცირე ზომის ნაწარმოები ე
რომელში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.) და რა აზრის ხართ? 💞



ხმა სიცარიელიდან Where stories live. Discover now