თავი მეოთხე

124 9 19
                                    

სახლში ავიარეთ, პროექტის მოძებნა დაიწყო მე კი მის უზარმაზარ ბიბლიოთეკას თვალი შევავლე. უძველესი, ულამაზესი წიგნიები ეწყო თაროზე. ყველაფერს სიძველის, სილამაზის, ინტერესის და სიყვარულის სუნი ადიოდა.

ბიბლიოთეკასთან ფირების კოლექცია, ვინტაჟური ფოტოაპარატი ვნახე, ტელესკოპმაც მომხიბლა. თავი მუზეუმში მეგონა, ვიყავი კიდეც, ლუკასის სულის მუზეუმში. მუსიკას მის სახლში, ისევე როგორც ხელოვნებას უზარმაზერი ადგილი ეკავა.

_ჩემი აზრით მუსიკა ხელოვნებაა, ხელოვნებით კი დედამიწა არსებობს.

მითხრა და დახვეული ფორმატი მომაწოდა.

_მადლობა.

ვთქვი და წიგნების თაროსკენ გავიხედე.

_"სიამაყე და ცრურწმენა" წაკითხული გაქვს?

_არა.

_ჯეინ ოსტინი. ბრიტანელი მწერლის ერთ-ერთი ბესტსელერი. ნამდვილი განძი, ჩემი ფავორიტი. რომანი მოგვითხრობს ბრიტანელ ქალსა და მამაკაცზე რომელთაც ერთმანეთში სიამაყე და ცრურწმენა დაამარცხეს.

_ძალიან საინტერესოდ ჟღერს. აუცილებლად წავიკითხავ.

ლუკასმა გამიღიმა წიგნი აიღო და გამომიწოდა.

_აი, რომ წაიკითხავ შთაბეჭდილებები გამიზიარე.

_ხო, მაგრამ, ეს ხომ შენი წიგნია.

_უკვე შენია, კიდევ მაქვს ერთი გამოცემა.

_მადლობა.

მორცხვად გავუღიმე და კარი გავაღე.

_ხვალამდე ლუკას.

_ხვალამდე ლაილა.

სახლში მივედი, ყავა მოვიდუღე, აივანი გავანათე, თბილად ჩავჯექი და კითხვა დავიწყე.

ჩამეძინა.

მეორე დილით გავემზადე და უნივერსიტეტისკენ გავემართე.

_ანაააა!

დავუძახე უკნიდან.

_ლაილა, ხო კარგად ხარ?

ხმა სიცარიელიდან Donde viven las historias. Descúbrelo ahora