თავი 4

422 36 11
                                    

-გა...გამარჯობა...-ძლივს ამოვღერღე მე და თან ნუნების გლეჯვის ზენიტს,რომ მივაღწიე მივხვდი უნდა გავჩერებულიყავი!

-გაგიმარჯოს...-ეჭვის თვალით შემომხედა ლაშამ.ისე იყო ჩაცმული ეტყობოდა სადმე მიდიოდა.
თან უზარმაზარ ჭიშკართან ზარი დავრეკე,თუ არა მაშინვე გამიღო.ასე რომ ვფიქრობ გასვლას აპირებდა.

მე კი...დებილივით ვიდექი რამოდენიმე წამი და ვერაფერს ვამბობდი.შემდეგ ისევ ძალ-ღონე მოვიკრიბე და ანაზდად  განვაგრძე,ბანალური  შეკითხვით:

-როგორ ხარ ლაშა?...

-მერე?-მობეზრებული ხმით მკითხა და ჩალისფერი თმა,მარჯვენა ხელით აივარცხნა.

-რა მერე?...-ვერ მივხვდი მისი უადგილო კითხვის კონტექსტს.

-ანუ რა საჭიროა მთელი შენი ფორმალობა და ბლა,ბლა,ბლა და პირდაპირ მითხარი რა გინდათქო!-უკვე არა მშვიდი არამედ მკაცრი მობეზრებით მითხრა მან და ჭიშკრიდან გამოვიდა და პირდაპირ მანქანისკენ წავიდა.

-ვააა,დამავიწყდა შენი მწირი რეპლიკა,რომ მრავლისმთმელი ცინიზმის გადმონაშთი ნაგავია!-წამში გავუშინაურდი მეც გამაღიზიანებელი ტონით და ირონიულად გავუცინე.

-ჰოო...-ჩაიცინა მან და საჭის კარები გამოაღო და ზედ მიეყრდნო-მე კიდე გამახსენდა შენი სიტყვების უაზრო ხარახურა,როგორ არ მეპიტნავება.

-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ იმიტომ რომ შენთან ცივილური დიალოგით დაწყებული შესავალი არ ჭრის...

-ზუსტად!კარგია რომ მიხვდი!-მკვახედ მომიჭრა მან.

დაწყებას ვაპირებდი,როდესაც გავიაზრე რომ ჩვენს უბანში ჭებსა და მის სიღრმეში გამავალ კანალიზაციის მილებსაც კი ყურები და გვარიანი ნარატივის გადმოცემის ფუნქცია აქვთ,ანუ რომ იტყვიან აქ კედლებსაც ყურები აქვთ და მათთან ერთდ დანარჩენ უბნის აგებულებასაც უპირობო სმენის შესაძლებლობა გააჩნიათ,ამიტომ უპრიანი იქნებოდა განმარტოებით გველაპარაკა.

Tbilisi FairDonde viven las historias. Descúbrelo ahora