თავი 30

414 43 19
                                    

-არ გინდა ბარემ ლიზასაც დავურეკოთ?ისიც მოვა ,გაიხდის და აქ ჰარემს მოგიწყობ!-თავში ბალიში გამწარებით ვესროლე მე,რაზეც მარტო სიცილით გადაბჟირდა და უფრო მეტად გამაღიზიანა.ღმერთს ვთხოვდი ლილე სწრაფად გამოსულიყო სააბაზანოდან,რომ კარზე დაეკაკუნებინა,მეც გამეღო და ამ ვაჟბატონს წასვლის მეტი არაფერი დარჩენოდა.

-ჰო,კაი თვალებს დავხუჭავ და ეგრე გამოიცვალე!-ბოლო სიტყვებზე ჩაახველა,რომ სიცილი შეეწყვიტა,მაგრამ მაინც ისეთი გაღიმებული სახით მიყურებდა გეგონება მის წინ ტელევიზორი იყო ჩართული სადაც კომედიური გადაცემა გადისო.

-კი,აი ზუსტად მაგ დონეზე გენდობი,რო შენ ვითომდა დახუჭული თვალების ფონზე გავიხადო!შენ მთლად გადაირიე შვილო?!-უფრო მეტად ვიჭერდი მკლავებს მაისურის გარშემო და ხელით ვიყავი ჩაბღაუჯებული,რომ ოღონდაც მკერდის ნაწილი დამეფარა და ქვემოთ საცვლის გამოჩენას აღარ ვჩიოდი.

-მისმინე ტასო...-უკვე სერიოზული ტონი მიიღო მან და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,რომ თითქოს გრძელი ლექციის წაკითხვას აპირებდა აუდიტორიისთვის-ხანდახან კამათისას ის უნდა დანებდეს,ვისაც ნაკლები შანსი აქვს იმისთვის,რომ მეორე დააჩმოროს!იმას ხო არ გეუბნები,ვკვდები ისე მინდა შიშველი დაგინახოთქო?ისეთი მაინც არაფერი გაქ გასაგიჟებელი.თვალებს დავხუჭავ,გამოიცვალე და მაისური დამიბრუნე.

-არა!-ვუთხარი მე კატეგორიული ტონით.ამას არასდროს არ ვიზამდი,თუნდა ჩემს ყველაზე ველურ ფანტაზიებშიც კი.

-კი!-არ მომეშვა ის და კმაყოფილად იყო მოკალათებული ჩემს საწოლზე.

-არა-მეთქი მათე!არა!

-სხვა არჩევანი გაქვს?-ნიშნის მოგებით მკითხა მან.ასეთი ტიპის რეპლიკისას თავის ისედაც მაცდური მწვანე თავლები,უფრო მაცდურ მზერას გესვრიან,რომლის გაძლებაც რთულია.

-მაშინ...მაშინ კარადაში შედი!-მივხვდი,რომ სხვა გზა არ მქონდა.კივილ-წივილი რომ ამეტეხა და გამეგდო ბიძაჩემი გაიგებდა და უარესი მოხდებოდა.ასე,რომ ალტერნატიული გზები უნდა მეძებნა.

Tbilisi FairWhere stories live. Discover now