თავი 43

422 41 10
                                    

-მათემატიკას დამაწერინებ მერე?-დაჟინებითი ინტონაციით ჰკითხა ნენემ მათეს,როგორც კი მაგიდასთან მოვკალათდით.

-აუ,ნენე მათემატიკისთვის მცალია?!მათემატიკის დავალება ჩემი მეზიღებოდა ᲓᲐ ᲔᲮᲚᲐ შენი ᲛᲐᲧᲕᲐᲜᲘᲜᲔ..-ბუზღუნებდა მათე და გაფაციცებით არჩევდა საჭირო საკრედიტო ბარათს საფულეში.

-და მაშინ ბარბარეს სთხოვე,რო მამეცადინოს...ამ კვირაში აღარ მოსულა...-წაიწუწუნა პატარამ,რაზეც უეცრად ვიგრძენი გულმა,როგორ მომცა შემზარავი ბიძგი.საიდან იცნობდა ნენე ბარბარეს?!შემაძრწუნა იმაზე დაფიქრებამ,რომ ბარბარე იმდენად ახლოსაა მათესთან და არა მარტო მათესთან არამედ მის ოჯახთან,რომ უკვე მის პატარა დეიდაშვილებს ამეცადინებს.

-არ ცალია ბარბარეს...-მოკლედ მოუჭრა მათემ და მზერა ჩემსკენ არც გადმოუტანია.კარგად იცოდა,რომ ბარბარეს სახელის გაგონება არ მსიამოვნებდა და ეს სიტუაცია კი მეტისმეტი იყო.

-ეგ ჩემთვის არ ცალია,იმიტო რო მარტო შენთან უნდა ყოფნა და ჩემთანაც მაშინ არის თუ შენ ხარ...

-აბა,რომელს რა გინდათ დროზე ჩამოყარეთ-გააწყვეტინა მათემ ელენეს,რაზეც ბავშვიც და მეც სახტად დავრჩით.ჩემი შურისმაძიებელი ანტაგონისტი სულის სიღრმიდან მკარნახობდა,რომ აქედან წავსულიყავი.ვგრძნობდი,თითქოს მაგიდასთან ბარბარესთან ერთად ვიჯექი.

-შენ ხო უმუშევარი ხარ და გააჩნია ბიუჯეტი რაზე გიწყობს ხელს!-უკმეხად ვუთხარი მე და მკლავები გადავაჯვარედინე,როდესაც სკამის საზურგეს ზურგით კომფორტულად მივეყუდე.

-მისმინე,ანასტასია!ამ ბარათზე დედაჩემის,ბიძაჩემის და დაჟე დედამოტყნული მამაჩემის ფულია.შრომა არ მჭირდება.--ჩვეულად უხეში ტონით მომახალა მან,როდესაც ბარათი ჩემს თვალწინამოაძრო საფულიდან.

-ჰო,აბა რა!შრომა მარტო გოიმებისთვისაა...-და ჩვეულად არ ვჩერდებოდი მეც.რომ არა ნენეს ჩარევა დროულად,მათე ისეთი განრისხებული მიყურებდა,რომ უეჭველად გააკეთებდა რაიმე სისულელეს.

Tbilisi FairWhere stories live. Discover now