თავი 25

381 33 18
                                    

რა არის ტკივილი?ალბათ,რაღაც გარკვეული ვაკუუმი ადამიანის ცხოვრების ეტაპებზე,რომლებიც არა ბარიერს აგებენ არამედ მას მართავენ კანონზომიერად ჩაკეტილი კარის,იმ სივრცესკენ სადაც ინდივიდს შვება და სასურველი შედეგი ელის.

არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად,თუ სულიერად გაწუხებს რაიმე!მთავარია,რომ ორივემ შეიძლება სიცოცხლის დასასრულამდე მიგიყვანოს ფიზიკური თვალზსრისით,მაგრამ ორივეს შეუძლია ამავე დროს შენი მენტალურად გადარჩენა!

ალბათ გაგიგიათ"რაც არ გკლავს გაძლიერებს"!ადრე ამ ფრაზის მნიშვნელობა მეტად შაბლონურად მიმაჩნდა ვიდრე რეალურად!და მისი ატრაქტულად მიღება,მხოლოდ Kelly Clarckson-ის სიმღერის სათაურად შემეძლო სიმღერისთვის"What doesn't kill you makes you stronger"!ვისაც ჯერ არ მოუსმენია ეს სიმღერა ან ზოგადად კელის შემოქმედება თამამად შემიძლია ვთქვა,რომ იმ ადამიანს მუსიკალური ცხოვრებით არ უცხოვრია,ან სულ ცოტა ამაზე პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს!

ტკივილის გადალახვას დიდი ძლისხმევა და საკუთარ ქვეცნობიერთად უპირობო ჭიდილი ჭირდება,მითუმეტეს როდესაც ეს ტკივილი სულის სიღრმეებიდან მოდის გულთან და ყველა გრძნობასა და ემოციას თავისი,უკვე განცდილი თავსატეხებიდან გამოწვეული მიზეზების გამო,ყოველ ნაბიჯზე თავს გახვევს!

რთულია გადატანილი ტრაგიზმის დავიწყება,ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ცხოვრების გაგრძელება!მაგრამ როდესაც დილით გავიღვიძე იმ საშინელი შეგრძნებით,რომ თითქოს მთლიანად ვიყავი გამოფიტული ყველა სამყაროსაგან მონიჭებული ძალისა და უნარისგან,მხოლოდ იმიტომ,რომ ცხოვრებამ სიურპრიზად რთული მოვლენები მარგუნა,თვალები მოვისრისე და უღონოდ გავუსწორე მზერა თეთრ ჭერს,რომელსაც აბრეშუმის სიმებივით მოჰფენოდა,ქათქათა ფარდიდან შემოჭრილი მზის სხივები.ელვარებამ,თითქოს თვალი მომჭრა,მაგრამ ბოლოს ხედვა დავარეგულირე.ცოტა ხანი გაშტერებით ვუყურებდი,მერე კი ჩემდა უნებურად იმედით სავსე ტუსაღის ღიმილი ვიგრძენი ტუჩებზე.

Tbilisi FairWhere stories live. Discover now