თავი 37

551 50 42
                                    

-მათე!-მოვახერხე ამომეღერღა კოცნას შორის,მაგრამ იმდენად მკაცრად არ გამომივიდა,როგორც მსურდა,რადგან მათე კვლავ ჩემს ტუჩებზე იყო მოწებებული-მათე...მათე გაჩერდი!-ვეცადე ჩვენი კოცნა გამეწყვიტა.

-კაი რაა...-მობეზრებით მითხრა მან და ისევ მაკოცა.ხელები ისე ჰქონდა მოხვეული,რომ მეგონა თავს ვერასოდეს დავაღწევდი.

-მათე შემეშვი!-ვუყვირე მე და მთელი ძალით დავარტყი მკერდზე მუშტები და მანაც ინსტინქტურად გამიშვა.როგორც კი კედლის იმ სიმაღლიდან ქვემოთ ჩავცურდი წონასწორობა დავკარგე,მაგრამ მათემ ხელი მომაშველა და დაცემისგან გადავრჩი.ორი წამი გაშტერებული ვუყურებდი,რადგან "კოცნაობის" აფექტიდან გამოსული არ ვიყავი.მათეც იგივე გამომეტყველებით იდგა და ისე მიყურებდა,თითქოს ჩემს რეაქციას ელოდა.მას თვალი ავარიდე და მაისური უხერხულად შევისწორე.ჩემს კოსას ვიგრძენი,რომ ფორმა ჰქონდა დაკარგული,ამიტომ თმის რეზინი უხეშად მოვიძერი თმიდან,მაგრამ ბოლო ღერებთან თმა რეზინაში აიბლანდა.

-მოგეხმარო?-მკითხა ოდნავ აჩქარებული სუნთქვით და ერთი ნაბიჯით ისევ მომიახლოვდა.

-გთხოვ ერთი წამით შემეშვი!-ვუთხარი მე მკაცრი ტონით,ისე თითქოს ორი წუთის წინ მე არ ვიყავი ის ვინც კოცნიდა და სკოლის ჭიშკრისკენ,ჩემი თმისა და რეზინის,ჩემი და მათეს ურთიერთობის მსგავსად ჩახლართულ,კვანძთან ჭიდაობით წავედი.

-აუ,კაი რა...რას მეიაზვები ვერ გავიგე?-წამომყვა ისიც სწრაფი ნაბიჯებით-ისე ნუ იქცევი თითქოს შენც არ გინდოდა...

-რა მათე?რაზე ლაპარაკობ?!-ვუყვირე მე როცა სკოლის ჭიშკარში შევედი და ეზოს ტერიტორიაზე აღმოვჩნდით.თან თმას ისე დავეჭიდე,რომ რეზინიანად მოვიწიწკნე.

-იმაზე რასაც ახლა ვაკეთებდით და...

-ბიჭო,სად ჩემ ფეხებში ხარ ვერ გავიგე!-დავინახეთ მათესკენ გეზი როგორ აიღო ჭიშკარში ჩვენდა უჩუმრად შემოსულმა თორნიკემ.უხერხულად შევიშმუშნე,რადგან ამ წამს ყველა ჩემი მათესთან კოცნის თვითმხილველი მეგონა.მათემ მობეზრებით ამოიოხრა და უძლურად მიტრიალდა მისკენ-სად ხარ ვერ გავიგე?გამარჯობა ანა!-მოგვიახლოვდა იგი.

Tbilisi FairWhere stories live. Discover now