თავი 12

479 40 25
                                    

ნურასოდეს იფიქრებთ,რომ განმარტოებით გამოსავალს იპოვით!

რეალობისაგან მოწყვეტა,ჩიტის,უშედეგო აფრენის გამო,ძირს დაცემას და მეორედ აღარ აფრენას ჰგავს,იმის შიშით რომ კვლავ დაენერცხება.ასე რომ ურჩევნია იწვეს მიწაზე,იქ სადაც მისი ადგილი არ არის,მხოლოდ იმიტომ რომ ფრენის სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და უფრო ადვილია უყურო დანარჩენებს როგორ პოულობენ თავიანთ ადგილს უკიდეგანო ზღვისფერი,ცის ზედაპირზე და ოცნების ღრუბლებს თანდათან უახლოვდებიან.

მე ასეთ "სიმარტივეში" ვამჯობინე ცხოვრება,როდესაც პირველად განვიცადე ცხოვრებაში,რომ დაბრკოლებებსა და თუნდაც პატარა პრობლემებს,ჩემი მენტალური პოზიცია ვერ უმკლავდება,ამიტომაც პირველივე,ახლო, დახურულ სივრცეში ვიკეტები სამყაროსგან და არ გამოვდივარ სანამ არ ვიგრძნობ რომ ჩემი "ინკუბატორული ვაკუუმის" კართან პრობლემამ ჩაიარა და გამოსვლა შემიძლია,თუმცა ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოკვდავი ადამიანი ერთ რამეს ვერ ვხვდები!

პრობლემა კი არ იკარგება,უბრალოდ ზუსტად ისე იმალება როგორც მე ვემალები მას და მაშინ ისევ გამოიჩენს თავს,როდესაც ვაკუუმიდან გადმოვდგავ ნაბიჯს!

პრობლემები ჩვენგან სწავლობენ მალვასაც,გამოჩენასაც და აღმოფხვრასაც,მთავრია ჩვენ რომელ გზას ვირჩევთ ამ სამიდან რომ ამ წუთისოფელში ვიცხოვროთ!

ჰოდა,პირადად მე,რომელსაც ვაკონკრეტებ,რომ არ უნდა მომბაძოთ,საპირფარეშოში,ერთ-ერთ კაბინაში ვარ ჩაკეტილი და ვტირი.

ოღონდ ნუ იფიქრებთ,რომ საცოდავი ვარ რადგან ასეთ სიტუაციაში პირდაპირი გაგებით "ტუალეტის" მეტი დასამალი ადგილი ტირილისთვის ვერსად მოვნახე...

თუ ასე ფიქრობთ,ჩემო მეგობრებო ძლიერ ცდებით!

მე და ამ "დალოცვილ" და მეტად პირადულ ადგილს საკმაოდ მჭიდრო და მეგობრული კავშირი გვაკავშირებს ჯერ კიდევ პირველი კლასიდან.

Tbilisi FairWhere stories live. Discover now