꧁1꧂

752 81 33
                                    


ჩიმი🫶
თეჰი! ახალი კლუბი რომ გაიხსნა, ხომ იცი? დღეს მანდ ვაპირებთ ბიჭები წასვლას, ასე რომ შენც მოდიხარ! ჰო და კიდევ😏 შენ რომ იცი ისე ჩაიცვი.

თეჰი🐯
ბოლოს პოლიციის განყოფილებაში თუ ამოვყოფთ თავს, იცოდე მოგკლავ!

ჩიმი🫶
კარგი რა! ვის ანაღვლებს სრულწლოვნები ვართ თუ არა, განსაკუთრებით დღეს, იცი მაინც რამდენი ვიღაც იქნება იქ? თან ისეთი ლამაზები და სიმპატიურები... იქნებ შენც მოგეწონოს ვინმე😉

თეჰი🐯
მაშინ ინებოს შენმა შეყვარებულმა და მომაკითხოს, ტაქსით წამსვლელი არ ვარ.

ჩიმი🫶
9-ზე გამოგივლით!
და არ ვგულოსხმობ რომ 9-ზე დაიწყო მომზადება! 🙄 იცოდე 5 წუთზე მეტს არ დაგელოდებით.



ჯიმინთან მიმოწერის შემდეგ ხმამაღლა ვხვნეში, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემთვის ძმასავითაა, მაგრამ სასწაულად უყვარს გართობა, მეც კი გადმომდო ეს ლოთობა... კარგი ჰო... დალევას და გართობას რა ჯობია? არც არაფერი, უბრალოდ კლუბებში სიარული დიდად მომწონს თქო ვერ ვიტყვი, თან განსაკუთრებით მაშინ ყველა კალთაში რომ მიხტება! გოგონები არ მიზიდავენ, ეს კი ჩემს გარშემო მყოფებმა იციან მხოლოდ, დედაჩემმაც კი იცის, პირველი მას გამოვუტყდი ამაში, მეშინოდა რომ გამკიცხავდა, მაგრამ მისგან რაიმეს დამალვა არ შემეძლო. საბოლოოდ კი კარგად შეხვდა ამ ფაქტს, მისმა ქმარმაც კი იცის. ჰო და რაც შეეხება მას.. დიდად მამა-შვილური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ორივემ ვიცით, მას მამას არასდროს რომ ვუწოდებ, უბრალოდ სახელით მივმართავ ხოლმე.

BIG MISTAKE Where stories live. Discover now