꧁3꧂

245 43 17
                                    

დროს რაც შეიძლება დიდხანს ვწელავდი. თითო საფეხურზე კუს ნაბიჯებზე უფრო ნელი ნაბიჯებით ჩავდიოდი, თან ისე ვკანკალებდი, თითქოს სასამართლოზე მიპირებდნენ გასამართლებას. ლამის გადავიფიქრო ქვემოთ ჩასვლა, მაგრამ სოფია ასწრებს ჩემს დალანდვას და მანიშნებს, რომ ვიჩქარო. ის ისეთი აღტაცებული და ბედნიერია....  სამწუხაროდ, არ შემიძლია მისი ემოციების გაზიარება. ამ წამს, მის საპირისპიროდაც კი ვგრძნობ თავს. ვერ გამამტყუნებთ.

მასთან ერთად ერთ სივრცეში ვიმყოფები. ყველა აღტაცებული ჩანს, მათ შორის ისიც. დარწმუნებული ვარ, რომ გაიგოს ჩემი ვინაობის შესახებ ეს დადებითი ემოციები მაშინვე ჩამოერეცხება სახიდან. ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და წინ მივიწევ. დედაჩემი წარბაწეული მიყურებს, ისევე როგორც დანარჩენები, მაგრამ ახლა შინაგანად ჩემში იმხელა არეულობაა, მათთვის ყურადღების მიქცევის სურვილი საერთოდ არ მაქვს, მხოლოდ მას ვუყურებ, მხოლოდ მასზე ვფიქრობ. 

ჩემი დანახვისას მაშინვე მესალმება, მე კი ერთ ადგილას გახევებული, მოგონებები მესხმიან თავს. ყოველი გამოსახულება საკმაოდ დეტალურად მიტივტივდება გონებაში, მაიძულებს სირცხვილისგან მთლიანად გავწითლდე და უკან დავიხიო. მხოლოდ მაშინ ვფხიზლდები, როცა სოფიო ხელს მახებს. დაფეთებული ვახამხამებ თვალს და მეც ვესალმები.

"თეჰიონ, გაიცანი ეს ჯონგუკია, ჩანის ძმა. ეს კი ჩანი, ჩემი შეყვარებული." მოიცა, ავირიე. ანუ ეს ტიპი, ჩემი უახლოესი ტრამვული წარსულიდან, სოფიას შეყვარებულის ძმაა და არა მისი შეყვარებული? თითქოსდა გულზე მომეშვა.

სანამ ხმას ამოვიღებდი, კარგად შევათვალიერე. ფართო შავი ტანსაცმელი ეცვა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მის სხეულს უხდებოდა, თან მაინც კვეთდა მის მამაკაცურ სხეულს. ან არა და უბრალოდ მე მგონია ასე, რადგანაც შიშველი მყავს ნანახი.
თავი შევარხიე და თვალი გავუსწორე. გარყვილი გამომეტყველება არ აქვს, როგორც მაშინ და ჩემს წარმოდგენებში, პირიქით უცოდველს გავს. თვალებს დაბნეული აცეცებს და არ იცის საით გაიხედოს, ბოლოს ჩემზე ჩერდება. ეს მანერვიულებს და მაშინვე ვარიდებ მზერას.

BIG MISTAKE Where stories live. Discover now