꧁2꧂

235 42 21
                                    

კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაახლოებით 3 თვე მაინც გავიდა. თავიდან მიჭირდა ამასთან შეგუება, რადგან არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, მარტივად რომ ივიწყებს და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებს. სინდისი მაწუხებდა და დავიფიცე, რომ ამდენს აღარ დავლევდი ან თუ დავლევდი, კარგი მეთვალყურე უნდა მყოლოდა. მოკლედ, ძლივს შევეგუე ამ ფაქტს და მადლობელი ვარ, რომ არსად გადამეყარა, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მინდოდა იმ კლუბში დაბრუნება და მობოდიშება, მაგრამ ჯიმინმა გადამაფიქრებინა.

დიდხანს ვფიქრობდი მეთქვა თუ არა დედაჩემისთვის, ოღონდ დეტალები არა. ის მეგობრის როლსაც მშვენივრად ირგებს და კარგ რჩევებს იძლევა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს. ბოლოს მაინც არაფერი ვუთხარი, რადგან თვით ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის იყო ეს უხერხული მოსასმენი და მისთვის რა იქნებოდა. 

დედაჩემს კიმ სარა ჰქვია, ჩემთვის ის იდეალი ქალისა და დედის განსახიერებაა. დაახლოებით 10 წლის ვიყავი მამაჩემს რომ გაეყარა, მიზეზი ღალატი გახლდათ. ის ხშირად მეუბნება, რომ ერთადერთი რამ, რასაც საყვარელ ადამიანს არ აპატიებს, ღალატია. ამაში მეც ვეთანხმები. სწორედ ამის გამო გამიმარტივდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ის დაქორწინდა. არ ვყოფილვარ იმ ტიპის თინეიჯერი, საკუთარ დედას რომ იძულებს მსგავსი რამის გამო, პირიქით ძალიან გამიხარდა. თან ჯიჰუნიც კარგი კაცია და ნამდვილად უყვარს. მას ერთი ქალიშვილიც ჰყავს, სახელად სოფია. ის ჩემთვის დასავითაა.

წლების შემდეგ, ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი გავხდით. 

...

"თეჰიიიი" საბანში გახვეულს დილით ყვირილითა და ზედ შემოხტომით მაღვიძებენ. ბუზღუნს ვიწყებ ისე, თითქოს ყოველდღე ასე ხდებოდეს. სანამ საბოლოოდ გამოვფხიზლდებოდი წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე.

"ძილისგუდა ნუ ხარ! არ მოგენატრე?" ხმას ვცნობ და თვალებს მაშინვე ვახელ.

BIG MISTAKE Where stories live. Discover now