꧁5꧂

291 44 13
                                    

არეული ფიქრებითა და გრძნობებით მივაბიჯებ ფერადი ნათებებით განათებულ, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნით აყროლებულ, მაგრამ მაინც ადრენალინის მომგვრელ ადგილისაკენ. სახე მეცვლება იმ წამს, რა წამსაც შიგნით ვდგამ ფეხს და ყოველი მოგონება დეტალურად ბრუნდება ჩემს გონებაში. ვგრძნობ ალკოჰოლის მაღალ მოთხოვნილებას და ვფიქრობ, რომ საღ გონებაზე ამის გაკეთებას ვერ შევძლებ, მაგრამ არც ნასვამ მდგომარეობაში იქნება სწორი იმის გამოსწორება, რაც სწორედ სიმთვრალეში მომივიდა.

გვერდით ჯიმინი მიდგას, ცდილობს ჩვენი სამიზნე მონახოს მაგრამ ფლავდება, ისევე, როგორც მე. გულის სიღრმეში მიხარია კიდეც, მაგრამ ასევე ძალიან მინდოდა მისი ისევ ბარმენის ამპლუაში ნახვა. ვფიქრობ დავრჩე და დავლიო, თუ წავიდე და სხვა გზით დავუკავშირდე.

ეს ესაა ნაბიჯის უკან გადადგმასა და ამ ადგილის დატოვებას ვაპირებ, როცა კუთხეში ჯონგუკს ვამჩნევ, უამრავი გოგონებითა და ბიჭებით გარშემორტყმულს, ერთ ხელში სიგარეტითა და მეორეში ვისკის ბოთლით, ღილებ ჩახსნილი პერანგითა და ფეხებ გაშლილს. ბნელი, ფერადი განათებების გამო მის სახეს კარგად ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც ვამჩნევ მის ოფლით დაცვარულ და საოცრად ნასიამოვნებ გამომეტყველებას. ძალიან მიმზიდველია. თვალი მიშეშდება და ადგილიდან დაძვრას ვეღარ ვახერხებ. ჩემს მზერას ჯიმინიც აყოლებს თვალს და მისი დანახვისას გაოცებული რჩება, თან ვერ ხვდება, თუ რა მჭირს მე. სინამდვილეში, ეს არც მე ვიცი.

შეუძლებელია, რომ ახლა მასთან მივიდე და დაველაპარაკო. ვერც ერთი არსებული თუ არ არსებული ძალა ვერ მაიძულებს მასთან მისვლას. რადგან არ ვიცი, თუ რა დამემართება მის წინ წარდგომისას, ვინაიდან და რადგანაც არც ის ვიცი, თუ რას ვგრძნობ.

ეს უბრალოდ გატაცებაა, რაღაც მიზიდულობის მსგავსი, რასაც მისი გარეგნობის გამო ვგრძნობ,  მაგრამ თან იმდენად დიდი, როგორიც არასდროს განმიცდია. ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი, არ მეფიქრა, არ მეოცნება მის შეხებაზე კიდევ ერთხელ, მაგრამ მეტ-ნაკლებად თუ გამომდიოდა ეს. ახლა კი, დარწმუნებული ვარ ამის მცდელობაც კი უშედეგო იქნება. წარმოუდგენელია არ ვიფიქრო მასზე, როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ხშირად ვნახავ და რომ ეს უდიდესი მიზეზია მისი ვერ დავიწყებისა.

BIG MISTAKE Where stories live. Discover now