꧁4꧂

232 33 19
                                    

ოპერაცია - სახლიდან გაპარვა სკოლის თინეიჯერევით, სულ მალე დაიწყება!
თავი ბეტმენი მეგონა, ან თუნდაც ადამიანი-ობობა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ოღონდ სხვის დასახმარებლად კი არა, ჩემი ტყავის გადასარჩენად ვიპარებოდი, თან ასეთი სულელური გზით. იმედი მაქვს, ის ბებერი მეზობელი ვერ დამინახავს და ჭორებს არ ამიგორებს, მაგრამ რად გინდა, ერთ წამს თავისი გააქვს, მეორე წამს ეტყვი ბეტმენი ვარო და დაგიჯერებს. სასაცილო კაცი კია, უბრალოდ ზედმეტად ფხისი, თან ცოტა ფსიქიკურად მოშლილიც, ამიტომაა მუდამ პატარა ბავშვებით, რომ არის მისი სახლი გარემოცული, დასცინიან და ხალისობენ. კი მეცოდება, მაგრამ ვერც ამ ღლაპებს გავამტყუნებ, იციან ნამდვილი 'ღადავის' ფასი, როგორც თვითონვე იტყვიან ხოლმე.

მოაჯირს მივუახლოვდი, დაბალ სკამზე შევდექი და ერთი ნახტომით მეორე მხარეს აღმოვჩნდი. ბავშვობიდანვე კენგურუსავით დავხტივარ, სადაც არ უნდა ვიყო, ამიტომ ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს ჩემთვის. ამას მანამ ვიტყვი, სანამ საბოლოოდ რამეს არ  მოვიტეხავ, რომ საკუათარი თავის ქება ხტომაში შევწყვიტო, რაც ფაქტიურად შეუძლებელია! აბა ბიჭოს. რაშიც კარგი ვარ, ხომ უნდა დავანახო საზოგადოებას?

აი, ბოდიშების მოხდაში კი საშინელი ვარ, მალე კი, ამის გაკეთება მომიწევს და ეს ფაქტი უფრო მაშინებს, ვიდრე აივნიდან გადავარდნა. მომიწევს მის წინ წარვსდგე, თვალებში ჩავხრდო, სადაც დიდი ალბათობით კარგს ვერაფერს დავინახავ, შემდეგ კი ყველაფერი ავუხსნა... ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, საქმეს გავაუარესებ. სადაც არ უნდა წავიდე, მუდამ შარში ვეხვევი და გამოსწორების მცდელობისას უარესი ხდება, ამიტომაც ვნერვიულობ ასე ძალიან. ბოლოს და ბოლოს, დავნათესავდებით, ეს სამარცხვინო წარსული კი, გონებიდან არ მშორდება და თავს მახსენებს, თან ურცხვად მეფიქრება, რომ ყოველივე ეს, საკმაოდ სასიამოვნო იყო, რომ ის საშინლად სიმპატიურია და კიდევ მინდა ეს განმეორდეს. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ, უბრალოდ ჩემდა უნებურად მეფიქრება, სულ ეს არის.

BIG MISTAKE Where stories live. Discover now