თავი 2

444 23 0
                                    

                                                                                Ანუნა


 Ჩანთაში ტელეფონი ვიბრირებს. Ნენე.

- Სახლში გვიან დავბრუნდები. Ინგლისურმა ეროვნულები უნდა გვაწერინოს. -Კაი. - Ტელეფონი გავთიშე და გამოძახებული ტაქსიც უნივერსიტეტის წინ დამხვდა.

40 წუთის შემდეგ

Ნიცამ junk food-ი მოიტანა და ფინალურისთვის მომზადება დავიწყეთ. Უამრავი სპაგეტის ყიდვა დაგვჭირდა მაკეტის ასაწყობად. 

3 საათის შემდეგ ჩვენი კონცენტრაცია ტელეფონის ზარმა დაარღვია. Უცხო ნომერი იყო. Ყოყმანის გარეშე ვუპასუხე. 

-  Გისმენთ?

- Ანუნა ბრძანდებით?  მკითხა ქალის ხმამ.

- Დიახ, გისმენთ...

- Ავერსის კლინიკიდან გიკავშირდებით. Ნენე არეშიძის ახლობელი ბრძანდებით?

- Დიახ, და ვარ. Რა მოხდა? - Ავფორიაქდი. 

- Თქვენი და 21:08 საათზე მსუბუქი ტვინის შერყევით შემოიყვანეს.

 Ტელეფონი გავთიშე და სახლიდან ისე გავიქეცი სახლიც კი არ ჩამიკეტავს. Ნიცა მეძახდა, მაგრამ მხოლოდ ის ვუთხარი სახლში დარჩენილიყო და დავურეკავდი. Გარეთ გასულმა პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და კლინიკაში წავედი. 

 Საავადმყოფოში

 Პალატაში რომ შევედი ნენეს თავთან ვიღაც ბიჭი ეჯდა. Გაურკვეველი სახით შევხედე, თუმცა არაფერი მითქვამს. Ნენესთან მივედი, რომელსაც გადასხმა ედგა, ცოტა გამოველაპარაკე და დასვენების საშუალება მივეცი. Პალატიდან უცნობთან ერთად გამოვედი. Ამასობაში მეც ცოტა აზრზე მოვედი და ვკითხე: -Ვინ ხარ?

- Დუდა ჯიქია.

 Დუდა ჯიქია, ჩემი დის პალატაში რა გინდოდა? 

-Გრძელი ამბავია.

- Მოკლედ მოყევი.

- Ჭავჭავაძეზე მივდიოდი, დამუხრუჭება ვერ მოვასწარი და შენი და ბორბლებში შემივარდა.

 Ამ ყველაფერს ისე არხეინად ამბობდა სილის გარტყმა მომინდა. Იმპულსებს ავყევი და გავარტყი კიდეც.

- Ეს იმისთვის რომ ნენეს დაეჯახე. 

 Კიდევ გავარტყი.

- Ეს იმისთვის რომ ნენეს აბრალებ. 

 Და ბოლოს ორივე ხელი ნაზად დავალაგე მხრებზე, ჩემკენ მოვიზიდე და საგვარეულო საგანძურში ამოვარტყი.

- Ეს იმისთვის რომ მანერვიულე.

 Ოთხად მოიკეცა და იატაკზე რომ არ დაცემულიყო, სასოწარკვეთილი ხელზე წამეპოტინა, მაგრამ უხეშად გავიწიე. 

- Მოსახდენი მოხდა... ახლა ვეღარაფერს შეცვლი, ყველაფრის ხარჯს მე დავფარავ. 

-Საქმეს ფულით აგვარებ და თავი კაცი გგონია? 

-Რატომ შევიწუხო თავი იმისთვის, რისი მოგვარებაც ფულით შეიძლება?! 

 Პასუხი უნდა გამეცა, როდესაც კორიდორის ბოლოდან ჩემი სახელი მომესმა. Ნიცა. 

- Მეგობარმა მოგაკითხა, ანუნა. - ნელ-ნელა გასწორდა.

- Დიდ გულზე ხარ? - გულზე ხელები დავიკრიფე. 

-Როდის არ ვიყავი? 

-Წეღან ოთხზე რომ მელაპარაკებოდი. 

Ცალყბად ჩაიღიმა.

 Ნიცას, რომელიც ჩემ უკან იდგა, თვალი კარგად შეავლო.

- Როგორ არის?

- Პალატაშია. Შედი და შემოვალ. - Ისევ დუდას მივუბრუნდი. - Შენი არც ფული მინდა და არც შეცოდება. Უბრალოდ ჩემი თვალები კიდევ თუ დაგინახავენ ერთი დარტყმა საკმარისი აღარ იქნება. 

 Ისევ ცალყბად ჩაიღიმა. 

- Იქნებ სხვა სიტუაციაში რომ შევხვედრილიყავით რამე გამოგვსვლოდა. 

- Ჩემ გემოვნებაში არ ჯდები.

- Მუქთმიანი, ყავისფერთვალება, მაღალი, ასეთი სექსუალური ტანისა და ღიმილის მქონე ბიჭი დავიჯერო არ გხიბლავს? 

- Შენნაირი თავდაჯერებული იდიოტები არ მევასებიან!

 Პალატაში ისე შევედი ყურადღება აღარ მიმიქცევია.

ინციდენტიWhere stories live. Discover now