თავი 9

308 14 8
                                    

                                                                                           დუდა 


- Გვარის გარდა არაფერი არ გვაკავშირებს. - თქვა ევამ. Ასეთი ნერვებმოშლილი ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს.

-  Მამა? - ვკითხე.

- ,,მამაჩემი'', კაცი, რომელსაც ქუჩაში რომ შევხვდე ვერ ვიცნობ.

-  Და რა დაგიშავა? - ჰკითხა კიტამ.

-  5 წლის რომ ვიყავი ფეხებზე დამიკიდა და ვივიენთან ერთად ამერიკაში წავიდა. Თვეში 200 დოლარს მომაგდებდა ხოლმე. Თითქოს მის არ ყოფნას ფულით ფარავდა.

-  Თვეში 200 დოლარი არასრულწლოვნისთვის ცოტაა?

-  Როცა იმ ქალის ხელში ხარ, რომელსაც შენი ცხოვრება სულ ცალ ფეხზე ჰკიდია?! Კი, კიტა, ცოტაა.

- Და შენი და რა შუაშია? Პატარა იყო.

-  Პირველი - ნახევარდა; მეორე - მაშინ პატარა იყო, ვერ იაზრებდა, მაგრამ ახლა გაიზარდა და ისევ ისე იქცევა, როგორც პატარაობაში. Გასასამართლებელი საბუთი ჯერ ვერ ვუპოვე.

      ვივიენი? ამერიკაში - მამა; საქართველოში დედა? ახლა შეხვდა? ამდენი დამთხვევა? -ლამაზი კი იყო და...-თქვა კიტამ.

-  შენ დადუმდი! ხმა არ ამოგეღება. ადექი და შენი მოსაცმელი მიეცი. საპირფარეშოშიც კი შეყევი, კიტა!

-  გოგოს იმხელა წვენი გადაასხი. სულ გამჭვირვალე გახდა. ამიტომ სანამ ჩემ გარდა სხვებსაც დარჩებოდათ მასზე თვალები ვათხოვე. დიდი ამბავი. თანაც ზაფხულის ბოლომდე შეყვარებული მესაჭიროება. ბოლოს და ბოლოს მეც მინდა ევროპის დათვალიერება!

- Ევროპაში გამცვალე, არა?! betrayer! - მიაძახა ევამ.

- Თავად მაიძულე! ვეთანხმები.

-  დღეს მეც ვცადე ბედი ორ გოგოსთან. მაგისი მეგობრები იყვნენ მგონი. მაგრამ ორივემ დამადო. ერთი ნამდვილი კაპასი იყო. მეორე პრინცესასავით ნაზი.

-  ანუნა და ნიცა ერქვათ მგონი. ვივიენმა ასე დაუძახა.

-  ანუნა? - ანუნაც დაემთხვა. რა ჯანდაბაა?!

-  რა იყო? შენი ანუნას გარდა სხვები არ არსებობენ? Სამყარო შენ გარშემო არ ბრუნავს, დუდა ჯიქია!

-  ჰო, მაგრამ... 

- დაიკიდეთ უკვე. აღარ მინდა ამ სისულელეებით ტვინის გამოჭედვა და არც მათთან შეხვედრა. თქვენც დაივიწყეთ ის გოგოები.

-  შენთვის მარტივი სათქმელია. "შეყვარებულის" პოვნა არ გეჩქარება. აბა, ზოგი ჩვენ გვკითხე?! - გაუწყრა ლუკა.

-  ეგ თემა ცალკე იყოს და ამ კვირაში ტატუს გასაკეთებლად მინდა წასვლა. რომელს გცალიათ რომ გამომყვეთ?

-  შეჩემა, ადგილი აღარ გაქვს სხეულზე, სადღა უნდა დაიხატო? - ვუთხარი.

-  გულის ფიცარზე!

-  მე არ მეცლება. მთელი კვირა სტუდიაში უნდა ვიყო. ფოტოებზე ვიმუშაო. - უთხრა კიტამ.

-  შენ? - ევას ჰკითხა.

-  თორნიკესთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას ჯოჯოხეთში მთელი ცხოვრების გატარება მირჩევნია.

      მე შემომხედა.

-  გააფსი. ხომ იცი ტატუები და ტატუ სტუდიები ჭირივით მეზიზღება.

      ჩემი ლოგიკა ბანალური, მაგრამ საზრიანი იყო: "უნდა იყო ისეთი როგორიც ღმერთმა შეგქმნა. Სულით თუ არა სხეულით მაინც."

-  ბებრუხანავ. მეგობრებიც ამას ჰქვია! 3 კაციდან არც ერთი არ მომყვებით!

-  რა გინდა? მარტო წასვლის გეშინია ? - ევამ ჰკითხა.

-  ჰო, ტანში მცრის. ხედავ?

-  კი, კი. რომ გიყურებ მეც მეშინია.

-  Ეგ კი არა ანუნაზე რა ვქნა?

-  Ხელი სთხოვე.

-  Სერიოზულად!

-  Რა უნდა ქნა?

-  Რაღა რა უნდა ვქნა?! Ვირი ხეზე მყავს გასაყვანი.

-  Ვერ ხარ შენ კარგად, ჯიქია! - ლუკამ წყლის ბოთლი გადმომაწოდა მანქანის უკანა სავარძლიდან. 

-  აჰა, შენ ეს დალიე. Იქნება გამოგაფხიზლოს.

-  Ამას არ უნდა. Მე მომეცი. Წამალი მაქვს დასალევი. - ჩემ ნაცვლად კიტამ გამოართვა წყლის ბოთლი.

-  Მოკლედ, ამწეკრანის ნომერი ვინმემ იცით?! Ანუნას უბანში დიდი კაკლის ხე დგას!

ინციდენტიWhere stories live. Discover now