თავი 10

194 12 1
                                    

                                                                                       Დუდა

 - Მაინც იცოდე, რომ მაგედან თუ ჩამოვარდები საავადმყოფოს ხარჯებს ჩემ თავზე არ ვიღებ. Ბინის ქირა მაქვს გადასახდელი. - მითხრა ევამ და მანქანა კაკლის ხესთან გააჩერა.

- Ნუ გეშინია, არ ჩამოვვარდები. - კიბე კაკლის ხეზე მივაყუდეთ. Ტოტებამდე მაინც ვერ მისწვდა, ცოტა გაჭირვება და ხეზე აფოფხება მაინც დამჭირდებოდა. 

-  მიდით ახლა, გამიმაგრეთ კიბე, რომ ავიდე.

-  Წინასწარ ხომ არ დავუძახოთ ანუნას? Მაინც ხომ ხვდები შენი ანგელოზია, რომ რამე და ჩამოვარდე ერთს შეხედავ და სამოთხის ბილეთები ხელში გექნება. - მითხრა კიტამ და კიბეს მარჯვნიდან ამოუდგა.

- Ბევრ ლაპარაკს გირჩევნიათ რომ ავალ ეგ კიბე მალევე დამალოთ, თორემ სამოთხის ბილეთები მარტო მე არ დამჭირდება.

-  Კარგი რა... თვითონაც მიხვდება რომ მაგხელა ხეზე კიბის გარეშე ვერ ახვიდოდი.

-  Ლუკა, შენც ბევრს ლაპარაკობ! ძმა ძმისთვისაო არ გაგიგია?!

-  Შავ ჭირს სად ხედავ ახლა აქ?!

- Იცით ყველაზე მაგარი რა იქნება? Ანუნა სახლში რომ არ იყოს. - თქვა ევამ და მანქანიდან გადმოვიდა.

- Იქნება. Ფინალურები აქვს და გვიანობამდე მეცადინეობს.

-  Ვაი და მეგობართან იყოს? Ან უარესი მამამისი დაგხვდეს სახლში?!

-  Ოოო... ნუ ტლიკინებთ. Დამაცადეთ რა! - შევუღრინე და კიბეზე ავედი. Ბოლო საფეხურს რომ მივაღწიე ტოტს ჯერ კიდევ ვერ ვწვდებოდი. Რა უნდა მექნა? Კალათბურთის რეჟიმი ჩამერთო და ავმხტარიყავი, თუმცა ზედმეტად საშიში იყო. Ტოტს რომ ვერ მივწვდომოდი შუა ეზოში მინიმუმ 4 მეტრი სიმაღლიდან დავეცემოდი. Მოტეხილობები და ტვინის შერყევა იქით იყოს, ხმაურზე ანუნა გამოიხედებოდა და შევრცხვებოდი. Შეცდომა არ უნდა დამეშვა.

-  Რას გაჩერდი? - ხმადაბლა ამომძახა კიტამ.

-  Ახლა არ თქვა რომ უნდა ახტე! Ფული მართლა არ მაქვს! - ევაც გამოეხმაურა. -Გამომივა! - თავი გავიმხნევე. Უნდა გამომსვლოდა. Მუხლებში ოდნავ მოვიხარე და ვკონცერტრირდი. Მინიმუმ 60 სანტიმეტრით მაინც მომიწევდა ახტომა.

 Ევას ხმა გავიგე რომ შეიკურთხა და დაამატა ამას ვერ ვუყურებო უკან დაიხია და ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული. Ისიც ვიგძენი კიბე უფრო მყარად რომ დაიჭირეს ბიჭებმა. და ისიც ვიცოდი აქედან თუ ჩამოვვარდებოდი დახმარებას და ფულს არც ერთი არ დაიშურებდა. Უბრალოდ წუწუნები, Მაგრამ მაინც ჩემი მეგობრები არიან!

  3...2...1... ავხტი და ტოტი ხელებში რომ ვიგრძენი ტანში შვების ჟრუანტელმა დამიარა. Მაგრამ მგონი პატარა ტოტს გამოვედე და კისერი გავიჭერი. Მაგას ვინ ჩიოდა! Რაც მთავარია ავედი!

- Ავედი! Ბიჭებო, დაიმალეთ. - ჩავძახე რაც შეიძლება ჩუმად. Ნენეს რომ ლუკა და კიტა დაენახა მაშინვე იცნობდა და მოწვავდა. Მერე ანუნაზე ფიქრიც კი ცინიკური იქნებოდა. Მთავარი ნაბიჯის დროც დადგა. Ანუნასთვის უნდა დამეძახა. 

 Კაკალი მხოლოდ მესამე სართულს უსწორდებოდა, მაგრამ ავძახებდი. Ხმას გაიგებდა. Თუ არ ეძინა ან... არანაირი ან! Უნდა გაეგო. Ეზოში კარგმა განათებამ ხელი შემიწყო. Ანუნა შემამჩნევდა. Უკვე დასაძახებლად მოვემზადე, როცა უკნიდან ხმა მომესმა:

- Აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - ხმა, რომელსაც მეექვსე სართულიდან ველოდებოდი ქვევით, ეზოში იდგა.

ინციდენტიWhere stories live. Discover now