თავი 8

192 13 0
                                    

                                                                                          Ანუნა

- კანში ძაან არ შეხვიდე. - მითხრა თორნიკემ.

- ადამიანზე როდის მექნება პრაქტიკა?

- როდესაც დარწმუნებული ვიქნები რომ ადამიანს სისხლს არ გაუშავებ.

-  არც ახლა არ გავუშავებ. - შევეწინააღმდეგე.

-  სულსწრაფი ნუ ხარ. - მითხრა და ტატუს სახატავი აპარტი მაგიდაზე დავდე.

-  დღეს კიდევ ვხატავ რამეს?

-  კი, ფინალურებისთვის კონსტრუქციებს.

- სუიციდის ყველაზე უმტკივნეულო მეთოდი რომელია?

-  ჩემთან ერთად სადილზე წამოსვლა.

-  შენი კვირაში ორი დღე ნახვაც მეყოფა. - ვუთხარი და გავიცინეთ.

- კარგი წავედი, შეხვედრამდე. - ვუთხარი და ტატუ სტუდიიდან გამოვედი.

     ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ვის დავურეკე.

-  სად ხარ?

-  KFC-ში ნიცასთან ერთად.

-  კარგი მოვდივარ. ჩემი შეუკვეთეთ.

-  უკვე მზადდება.

     გოგოებთან რომ მივედი მთელი დღის უჭმელს ბურგერი ედემის ბაღად მომეჩვენა. -რაო თოკომ? როდის დაგახატვინებ სხეულზეო? - მკითხა ნიცამ. 

-   როცა დრო მოვაო.

-  და ეგ როდის არისო? - მკითხა ვივიმ.

-   ეგ თორნიკემ იცის.

- რა ქენი ფინალურებში რა ქულა მიიღე?

- უმაღლეს მათემატიკაში ოცდათხუთმეტი ორმოციდან და დანარჩენის ქულები არ მოსულა. შენ რა ქენი? - ვკითხე ნიცას.

-  უმაღლეს მათემატიკაში მე 32 ავიღე და დანარჩენს ველოდები.

-  არც მე მომსვლია.

-  Ესე იგი თავისუფლად შეგვძლია ბათუმში წასვლა. - თქვა ვიმ.

-  ჩემ ფეხებს წახვალ. ნენეს ეროვნულები აქვს. - უთხრა ნიცამ.

ინციდენტიKde žijí příběhy. Začni objevovat