02: ტატუ საკუთრება

627 71 13
                                    

„ჯანდაბა," წამოგცდა სანამ თავის შეკავებას შეძლებდი და პირზე ხელს იფარებ.

გიჟურად მშვენიერი შესახედაობის ბიჭი, სახელად ჯონგუკი ცალ წარბს წევს და ზემოდან ქვემოთ ნელა გათვალიერებს. მის თვალებში აშკარად იგრძნობა ამპარტავნობა. შემდეგ ჰოსოკს უყურებს. „ახლა რა თქვი?"

„Y/N-მა შენი ტატუ აარჩია" წაბლისფერთმიანი მხიარულად ამბობს. თავის საყურეზე თითებით თამაშობს და ჯონგუკს უღიმის, სანამ მეორე ხელით ესკიზიან ფურცელს წინ იწვდის და აჩვენებს.

როცა ჯონგუკის მზერა ესკიზზე ხვდება, მისი თვალები ფართოვდება. „ჰიუნგ" კბილებიდან ცრის და ხელიდან ფურცელს გლეჯს. „მეგონა გითხარი რომ ეს კედლიდან ჩამოგეღო!"

ჰოსოკი უფლებას აძლევს ფურცელი გამოართვას და კატასავით მაცდურ გამომეტყველებას იღებს. ისიც პასუხობს, რაზეც ჯონგუკი რაღაცას ამბობს და ორივე ბიჭი ასე აგრძელებს პაექრობას, მაგრამ მათ ლაპარაკს ყურადღებას ვეღარ აქცევ.

ფოკუსირება არ შეგიძლია.

არც ფიქრი შეგიძლია.

იმიტომ რომ შენ მას იცნობ.

ეს ვიღაც ჯონგუკი, მისი სახე ისეთ ადგილას გაქვს ნანახი, სადაც არავინ ისურვებდა მოხვედრას.

ეს გამჭოლი თვალები, ელეგანტურად დახრილი ცხვირი, თხელი ზედა ტუჩი და ქვედა, შედარებით სავსე ტუჩზე ორი პირსინგი უდავოდ ნაცნობია. მისი რბილი შავი თმა, იმ საბედისწერო ფოტოზე იყო გამოსახული რომელიც მშობლებთან გატარებულ ბოლო დღეს ნახე. ლოყაზე ჯვრის ფორმის ტატუ ნამდვილად ახალია, მაგრამ ეს იგივე სიმპათიური სახეა. უზომოდ სექსუალურია და 10იდან 10 ქულას მისცემდი მაგრამ, იმის გახსენება სადაც მისი ფოტო ნახე, შენი გონებიდან მიზიდულობის ბოლო წვეთსაც აქრობს.

იმიტომ რომ მისი ფოტო მამაშენის ოფისში დაფის ცენტრში იყო გაკრული, გარშმორტყმული პატარა წითელი ძაფებით, რომლებიც სხვადასხვა ფოტოებთან აკავშირებდა. ახლა ისურვებდი რომ მაშინ იმ ინფორმაციისთვის მეტი ყურადღება მიგექცია.

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now