19: ჩვენი სტუმარი (2)

452 65 12
                                    

ოთახი რომლეშიც ჯინს შეყავხარ მასიურია, კრემისფრად შეღებილი კედლებით და შუაში დიდი ზომის საწოლით.

საწოლის გადასაფარებელი ოქროსფერი და მწვანე ნაქარგებით არის მორთული. დანარჩენი ოთახში მწვანე, ყავისფერი და ოქროსფერი აქცენტები, თბილად ერწყმის ნაზ კედლებს.

ოთახში ვანილის სურნელი იგრძნობა.

„დასაწყისისთვის ეს იქნება შენი ოთახი," კეთილგანწყობილი ღიმილით გეუბნება ჯინი სანამ მასპინძლის როლს თამაშობს. „სააბაზანო იმ კარის იქეთაა და თუ გშია, სამზარეულო ქვედა სართულზეა, მარჯვნივ."

მისი სიტყვების გაგონებაზე, მის მშვენიერ სახეს გაოცებული აჩერდები.

„აქ ჩაკეტილი არ ვიქნები?" ღრმად ისუნთქავ და თვალებით მის სახეზე პასუხს ეძებ. ოთახი ლამაზი და კომფორტულია, მაგრამ წინასწარ განწყობილი იყავი რომ აქ გამოკეტილი მალე გაგიჟდებოდი.

ვერ იჯერებ რომ გარშემო ასე თვისუფლად სიარულის ნებას გაძლევს.

„რა თქმა უნდა არა," მხიარულად ამბობს ჯინი. „შენ აქ სტუმარი ხარ. ცოტა შეზღუდული მოქმედების, მაგრამ მაინც სტუმარი."

სტუმარი.

დამცინავად ჩაიფრუტუნე, მაგრამ მასთან კამათს არ აპირებ.

კარებზე თეძოებით მიყრდნობილი ჯინი, ოდნავ მტკიცე ტონით აგრძელებს. „უფლება გაქვს სახლში იარო, მაგრამ გახსოვდეს ყველა კარი ჩაკეტილია. ფანჯრები არ იმსხვრევა. გარეთ გასვლას ვერ შეძლებ, Y/N და თუ მაინც ეცდები, მაშინ სხვა გზა არ გვექნება და ისევ თეთრ ოთახში ჩაგკეტავთ. გასაგებია?"

გასაგებია.

თანხმობის მიზნით თავს უქნევ და ცდილობ გონებაში უკვე ამოქმედებული გეგმები თვალებში არ შეგეტყოს.

შეიძლება გაქცევაში დასპეცებული არტისტი ან ნიჭიერი კრიმინალი არ იყო მაგრამ, ნამდვილად შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ვენტილაციის შახტაში გახოხება იქნება ეს თუ ძაღლის შემოსასვლელი კარიდან გაძრომა, რაღაც ისეთი ჯაშუშურ ფილმებში რომ არის ხოლმე, რამე მაინც იმუშავებს.

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now