60: მითხარი საიდუმლო

388 60 14
                                    

მანქანაში მყოფი მამაკაცები ჩუმად არიან და სამყაროც მათ მსგავსად დუმს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მანქანაში მყოფი მამაკაცები ჩუმად არიან და სამყაროც მათ მსგავსად დუმს.

აქ სუნთქვაც კი არ შეგიძლია.

გარეთ ქუჩაში, უკან ვუსოკის სახლში, ნებისმიერ ადგილას ამ პლანეტაზე, უფრო მეტი ჟანგბადია სასუნთქად ვიდრე ამ დამთრგუნველ სიჩუმეში, რომელიც დადუმებული მანქანის შიგნით გახრჩობს.

იმიტომ რომ ქუჩაში, ვუსოკის სახლში და სადმე სხვაგან, თქვენ რვასა და თეჰიონის გადარჩენის მისიას შორის რაღაც დარჩა. კიდევ ერთი ნაბიჯია, კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს - სხვა რამ, რაზეც დრო უნდა დახარჯო და დაასრულო.

მაგრამ ახლა?

ახლა, ყველა თქვენი გეგმა განხორციელდება.

ახლა გაირკვევა ეს გეგმები იმუშავებს თუ არა.

უცნაურია, ყოველ ჯერზე როცა რაღაცის მისაღწევად გეგმას ადგენ, მანამდე მთელ საათს ატარებ შენთვის ჩუმად ჯდომაში და ყველა შესაძლო არასწორი შედეგების განხილვაში.

ძალიან ბევრი რამ შეიძლება არასწორად წავიდეს.

იმდენი ფაქტორი, რომლებისთვისაც მზად არ ხარ და მოქმედებები რაც თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. ნამჯუნის თავდაჯერებულობის შესაბამისად, როცა მან თქვა რომ თეჰიონის გამოყვანას უეჭველი შეძლებთ, თავს ყველა მსგავსად გრძნობს.

რა იქნება თუ თეჰიონთან ერთად გამოსვლას ვერ შეძლებთ?

რა იქნება თუ საერთოდ შენც ვერ შეძლებ გამოსვლას?

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now