29: სროლა დაიწყო

417 63 9
                                    

ერთი წუთი დაგჭირდა იმ სიტყვების სრულად გასაცნობიერებლად, რაც იუნგიმ ახლახანს თქვა და სახე ზიზღისგან დაგემანჭა. „თქვენი სამიზნეები ამას იმსახურებდნენ? სერიოზულად ამბობ? იუნგი, მეც თქვენი სამიზნე ვიყავი."

ის თითს შენსკენ იშვერს. „არასწორია. ჩვენ შენს მოკვლას არც ვაპირებდით. ჩვენი სამიზნე ის კაცი იყო უკან რომ აგედევნა."

„და მაინც." ვერ იჯერებ რომ მათ იმის გამბედაობა აქვთ იფიქრონ, მათი გადასაწყვეტია ვინც იცოცხლებს და ვინ არა. ისინი ღმერთი არ არიან. ამაზე ფიქრიც კი განდომებს რომ მხრებში წაავლო ხელი და კარგად შეანჯღრიო, რომ გააცნობიეროს მისი სამართლიანობის იდეა რამდენად არასწორია.

იუნგი იოხრავს ისე თითქოს შენს ფიქრებს ხვდება და ისევ მაგიდას ეყრდნობა. „კარგი, ამას გადავასწორებ. უფრო ისეა რომ თავიდანვე ვრწმუნდებით კარგ ადამიანზე არ მოგვიწიოს ნადირობა, ისეთზე ვინც ნარკოდილერს შემთხვევით გადაეღობა გზაზე. ჩვენს სამიზნეს ვიკვლევთ, მათ ცხოვრებას და ისტორიას ვეცნობით და ვრწმუნდებით რომ უდანაშაულოები არ არიან. უკეთესია?"

„შეიძლება." მაგრამ არც ისე. ვერასდროს წარმოიდგენდი რომ მსგავსი საუბარი გექნებოდა, რომ ეცდებოდი დაქირავებული მკვლელი დაგერწმუნებინა, რატომ არ უნდა ყოფილიყო მკვლელი. „რასაც რეალურად გეკითხები ისაა, რომ რა გაძლევთ იმის გადაწყვეტის უფლებას, ვინ უნდა მოკვდეს და ვინ იცოცხლოს?"

შენს კითხვაზე იუნგი მკაცრ გამომეტყველებას იღებს და შუბლს კრავს. „ჩვენ ვირჩევთ ისეთ კაცებს ავედევნოთ, რომლებიც მანამდე არ ჩერდებიან, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ. მოძალადეები და გაუპატიურებაში დამნაშავეები, რომლებიც ისეთ ადამიანებს ემეგობრებიან, ვინც მათ წლები იცავენ ციხეში მოხვედრისგან, Y/N. იცი რომ იმ კაცს, რომელიც აგედევნა, ადრე თავისი სამიზნეების გაუპატიურების ხშირი ისტორია ჰქონდა, სანამ მათ იქ მიიყვანდა სადაც დაბარებული ჰქონდა?"

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now