53: ხორციელი ჭრილობა

465 61 13
                                    

მე დავნებდი Y/N

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მე დავნებდი Y/N

...

რასთან დაკავშირებით დანებდა?

ჯონგუკის წასვლიდან რაღაც დროის შემდეგ, საბოლოოდ ჩაცმული ხარ და აღარც აბაზანა არის ორთქლით სავსე. ჯერ კიდევ იმ განცხადებაზე ფიქრობ რომელიც წასვლამდე მოგიგდო.

და რაში დანებდა?

ვიდეო? მაფინი?

გინდა იფიქრო რომ მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ რეალობა ისაა რომ მისი ტონი გაცილებით მეტს გულისხმობდა.

შენში რაღაც ურყევი გრძნობა უბიძგებს შენს გონებას, რომ სხვა მნიშვნელობებიც გაითვალისწინოს. თავში განიხილავ მის ყველა ჟესტს, სახის პოზიციის და ხმის ტონის ცვლილებას, ის უეჭველი რაღაცას გულისხმობდა, მაგრამ რას?

თავს წინააღმდეგობას ვერ უწევ და გრძნობ რომ მისი ნათქვამი რეალურად უფრო ემოციურად ღრმა იქნებოდა ვიდრე შენ ახლა ხვდები. როცა ჯონგუკმა ეს თქვა, საშინლად გულრწფელად ჟღერდა, მისი ტონი აბრეშუმისებრი და ინფორმაციული იყო, ისე თითქოს უნდოდა გცოდნოდა რომ ამ სიტყვებში დებდა მთელს თავის ემოციებს.

მაგრამ ზუსტად ესაა მთელი პრობლემაც, ასე არაა?

მას პირდაპირ არ უთქვამს რას გრძნობდა; ამის მაგივრად, სამ სიტყვაში გადმოსცა თავის ემოციები და წითელ ბანტში შეფუთული ბომბივით, კარის ზღურბლთან დაგიგდო და წავიდა.

ის ვიდეოზე ნამდვილად არ ლაპარაკობდა. აბა რას გულისხმობდა?

ამდენი ფიქრით უკვე თავი გტკივა.

ვინც მოიგონა რომ ბიჭებთან შედარებით გოგოების აზრები ყველაზე რთული გასაგებიაო, აშკარაა რომ ჯონგუკთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now