51: ჯონ ჯონგუკის გაორება

452 72 35
                                    

„შენ...რა?"

უნდა აღიარო რომ ცოტა დამაბნეველია.

ისე არაა რომ მის სათხოვარს ვერ გებულობ; ტუჩების შეხება საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევარზე, რომელიც ყველაფერს გამოხატავს რაც ახლა თვითონ არის, ოდესმე ყოფილა და რაც მომავალში იქნება.

ეს შენ არ ხარ ვისი კოცნაც მას უნდა. რაც მას უნდა ისაა, რომ ის ყველაფერი იგრძნოს რასაც შენს კანზე დახატული ტატუ წარმოადგენს, რომელიც ზუსტად მის ნეკნებზე დახატული ტატუს იდენტურია.

არც მისი სურვილი გაკვირვებს; მას შენ იზიდავ და უნდა რომ შეგეხოს,იქ სადაც შენს კანზე კვალი დატოვა. როგორც ჩანს მისი სურვილები ალფა მგელის მოქმედებას გავს, რომელსაც თავის ხროვაზე თავისი სურნელის დასატოვებლად ხახუნი მოსწონს.

ის რაც გაბნევს, თავად ჯონგუკია.

ის თუ როგორ გიყურებს.

მისი ტუჩები ხავერდოვანია და წინ საყვარლად აქვს გამოწეული, უდანაშაულო სახით გაბუტული მიუხედავად ლითონის რგოლების მძიმე კონტრასტისა. ვარდისფერი კანი ოდნავ შეწითლებული აქვს ტუჩებზე, იმ ადგილას სადაც მანამდე კბილებით კბენდა.

მაგრამ მისი თვალები...

მისი თვალები თითქმის ურცხვია და ავხორცულად გიყურებს. მისი სქელ წამწამებიანი ქუთუთოები დამძიმებულია და თითქმის ფარავას იმ ცეცხლოვან თვალებს, რომლების გამოც ასე გეკვრის სუნთქვა.

მისი სქელი, შავი წარბის კუთხე მაღლა არის აწეული, რაც მის გლუვ შუბლზე ნაოჭებს აჩენს.

ჯონგუკი რაც შეიძლება ახლოს მოდის შენთან, მისი შუბლი შენსას ეხება, პირი ოდნავ ღია აქვს და თქვენი სუნთქვა ერთმანეთს ერევა.

ზემოდან ისე დაგყურებს თითქოს უდაბნოში წყლის ბოლო ყლუპი იყო, რომელიც მის თვალწინ ნელ-ნელა შრება.

შენი კანი სიმხურვალისგან იწვის და ჰაერი ყელში ბურთად გეჭედება.

სისხლიანი მელანი (დასრულებული)Where stories live. Discover now