20 ნაწილი

126 9 3
                                    

გიორგისთან დარეკვა მინდოდა ბოლობოლო ასე გამახარა თუმცა არ იყო ვალდებული? მაინც არ დავურეკავ...გავჯიუტდი მალევე კი კახამ დარეკა
კახა:როგორ ხარ თეკლა
თეკლა:რავი კარგად
კახა:გუშინ გიო არ წამომყვა კლუბში ალბად რამე გაწუხებდა ფეთიანი ძაღლივით გამოვარდა.
თეკლა:ამმ..მართალა? ხოო კაია...კიარადა არაფერი
სულ დავიბენი ესეიგი ჩემს გამო წამოვიდა?...
კახა:თეკლა ერთი გოგო მინდა გაგაცნო სამომავლო გეგმებში ვითვალისწინებ ლიკა ქვია და თუ საერთო ენას გამონახავთ და დამეგობრდებით გამეხარდება
თეკლა:კარგი იდეააა აქ მოდით დღეს
კახა:კარგი უი კიდევ იქნებ ისიც მომაფიქრებიო სიყვარული როგორ ავუხსნა...უკვე აღარ შემიძლია ასე ჩემი გული მხოლოდ მისთვის ძგერს
თეკლა:მოგაფიქრებინებ
გამეღიმა ტელეფონი გავთიშე და ჩავფიქრდი მერე ფრთხილად დავისვი მუცელზე ხელი
თეკლა:შვილო შენი გადარეული მამა თბილისშია წასული სამსახურის საქმეებზე და იქიდანაც მასზე მაიძულებს ფიქრს...
*ერთ საათში*
მოწყენილობა მაგიჟებდა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა და მეც გავაღე
კახა:თეკლა
თეკლა:გამარჯობაა შემოდით
ორივე შემოვიდნენ ლამაზი გოგოა შავი თვალები აქვს სწორი შავი თმები მომხიბვლელი არის
ლიკა:მე ლიკა ვარ
ხელი გამომიწოდა
თეკლა:თეკლა...
სასიამოვნო ხმა აქვს
ლიკა:მიხარია რომ კახას მეგობარი გავიცანი მეც ახლახან დავუმეგობრდი და ძალიან კარგი ბიჭია
თეკლა:ხო ძალიან კარგი საყვარელი და მზრუნველია თავის ძმაკაცს კიარ გავ...
კახამ ჩაახველა და გავჩუმდი.
ცოტა დრო გავიდა ლიკა კარგად გავიცანი ყველაფერი მოვუყევი ჩემი ამბავი არ ვიცი ასე მალე როგორ დავუმეგობრდი და ვენდე მაგრამ ძალიან კარგი გოგო ჩანს ერთ დღეში ისე გავშინაურდით თითქოს ერთმანეთს დიდიხანია ვიცნობდით...
ლიკა:ესეიგი ორსულად ხარ და გიორგიზე რას ფიქრობ ისევ გიყვარს?
თავი დავუქნიე და თვალებში ვიგრძენი როგორ მომაწვა ემოციები
ლიკა:კარგი გთხოვ არ იტირო
მითხრა ხელი მომხვია და მიმიხუტა
ლიკა:აანუ კახა...კახაზე მგონი რაღაცას ვფიქრობ მაგრამ ჯერ არ ვიცი
ამის გაგონებაზე გავბედნიერდი ძალიან გამეხარდა და ღიმილით შევხედე
თეკლა:კახა? კახა ძალიან მოგიხდება ვფიქრობ ერთმანეთს უხდებით...
ლიკა:ჯერ არ ვიცი...ჩემს ტელეფონის ნომერს მოგცემ და დამირეკე მგონია რომ კარგი მეგობრები გავხდებით ძალიან საყვარელი ხარ
თეკლა:ოოო მადლობა შენც ისე დაქალის სიმცირეს სულ ვგრძნობდი
გავიღიმე და ჩემი ნომერი ჩავაწერინე შემდეგ მისაღებში ჩავედით ცოტა ხანი სამივე ვსაუბრობდით სულ ვხედავდი რა თვალებით უყურებდა კახა ლიკას ნეტავი გიორგიც ასე მიყურებდა? ფაქტია ახლა ასე აღარ მიყურებს...
როგორ ვერ ამჩნევს ლიკა მის თვალებს ისინი ხომ ასე ელაპარაკებიან ისეთი ლამაზი თვალებით უყურებდა გულში სითბო ვიგრძენი როცა ლიკა იღიმოდა მასაც ეღიმებოდა ამას შევყურებდი და მახსენდებოდა რა ბედნიერი ვიყავი გიოსთან...მალევე წავიდნენ ლიკას წასვლა არ მინდოდა ლამის გამოვიგლოვე მაგრამ მაინც წავიდნენ და როცა მარტო დავრჩი შოთამ დარეკა
შოთიკო:ააბა რას შვრება ჩემი მზეთუნახავი რას ჩამოტირის სახე?
თეკლა:არაფერი შენ რა გჭირს რა აჟიტირებული ხარ?
შოთიკო:მაპატიე ვიცი რომ სიყვარულში ფეხი დაგიცდა მაგრამ ჩემი ბედნიერება უნდა გაგიზიარო
თეკლა:არ არსებობს ვინმე შეგიყვარდა?
შოთიკო:ხოოო
თეკლა:მალე ვინ არის თქვი
შოთიკო:აქ გავიცანი ერთი ქართველი გოგო კარგახანია გავიცანი თავიდანვე არ ვიყავი გულგრილი მაგრამ ახლა ვხვდები რომ როცა ვხედავ მე მე არ ვარ...
თეკლა:ის რას ფიქრობს უთხარი უკვე?
შოთიკო:უნდა ვუთხრა დღეს იმედია არ გამიჭირდება ძალიან ვნერვიულობ მაგრამ უნდა გავბედო...
თეკლა:კაი უთხარი და მერე მომიყევი რა მოხდება ხომ იცი უსაქმურად ვარ მარტო მოვიწყინე
ეს ვუთხარი თუარა ზარი გაისმა პარალელურად გიო იყო
თეკლა:ისა წავედი მერე დამირეკე
შოთიკო:კაი მიდი
გიორგის ვუპასუხე
გიორგი:როგორ ხარ?
რაღაცნაირმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში მისი ხმა როცა გავიგე

თვალები ყველაფერს ამბობენ!❣️Where stories live. Discover now